საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება

access_time2022-05-27 11:00:54

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.



ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროოლიმპიადა ხელს შეუწყობს აგრარული განათლების მიმართ ინტერესის ზრდას, სოფლის მეურნეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას და როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ზოგადად,  აგრარული დარგის განვითარებას.



„ახალი თაობის აგროოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ოლიმპიადაში გამარჯვება საუკეთესო სტიმული იქნება მათთვის, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ დარგის, საკუთარი თავის განვითარებისა და წინსვლისთვის. ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტები, სტაჟირებას გაივლიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით გაიმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“(ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა  და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). 



ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს:




სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში


აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები


ფერმერები, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება


14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.


 „პირველ რიგში, ოლიმპიადა საშუალებას მოგვცემს წარმოვაჩინოთ ადამიანები, რომელთაც სიღრმისეული ცოდნა და კვალიფიკაცია გააჩნიათ სოფლის მეურნეობის დარგში და წავახალისოთ ისინი, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდებში მაქსიმალურად მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის განათლების პოპულარიზაცია“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.



ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია; მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში; მესამე ეტაპზე კი, ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.



მიმდინარე წელს, ოლიმპიადის წესებში რამდენიმე  ძირითადი ცვლილება განხორციელდა:



კონკურსანტი მონაწილეობის მიღებას შეძლებს მხოლოდ ერთ დარგში. შესაბამისად, გამოირიცხება ერთი პიროვნების მიერ ორ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შანსი.


კონკურსანტების მიერ, ერთი და იმავე დარგში, თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში, საპრიზო ადგილს დაიკავებს ის მონაწილე, რომელსაც „რთული“ კატეგორიის უფრო მეტ კითხვაზე ექნება სწორი პასუხი გაცემული. იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში მეათე და მეთერთმეტე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა დააგროვეს ქულების თანაბარი რაოდენობა, მეორე ტურზე ორივე მათგანის დაშვება მოხდება.


შემცირდა ტესტის კითხვების რაოდენობა და 90-ის ნაცვლად, თოთოეულ მიმართულებაში,  60 კითხვა იქნება გამოყენებული.

აგროოლიმპიადა 2022-ის ფარგლებში, თითოეული კატეგორიიდან (ფერმერი, სტუდენტი,  სპეციალისტი და მოსწავლე), დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი, II ადგილი, III ადგილი) გამარჯვებული, რომლებსაც  სერტიფიკატები და პრიზები გადაეცემათ.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის საკონტაქტო ინფორმაცია: 


ვებ გვერდი: http://www.agroolimpiada.ge   

ფბ გვერდი: https://www.facebook.com/NAOGEORGIA





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up