საქართველოში სამართლებრივი თვითშეგნების არქონის პრობლემა ბიზნესის ნაწილს ისევ აქვს - ეკატერინე კოკიჩაიშვილი

საქართველოში სამართლებრივი თვითშეგნების არქონის პრობლემა ბიზნესის ნაწილს ისევ აქვს - ეკატერინე კოკიჩაიშვილი

access_time2022-11-01 22:00:59

ხშირად ვსაუბრობთ, სამართლებრივი თვითშეგნების არქონაზე ან დაბალ დონეზე ქვეყანაში, მათ შორის ბიზნესსაც ჯერ კიდევ აქვს ეს პრობლემა. მაგალითად ჩვენთან მოსულან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი კომპანიები, რომლებსაც ხელი ჰქონდათ მოწერილი მილიონიან ხელშეკრულებებზე, ისე, რომ იურიდიულ მომსახურებაში თანხა დაზოგეს და ეს დაზოგვა შემდგომში ძალიან ძვირი ჯდება, — ამის შესახებ იურიდიული კომპანია „ემ ქეი დი“–ს უფროსმა იურისტმა ეკატერინე კოკიჩაიშვილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად ისაუბრა.


ეკატერინე კოკიჩაიშვილმა შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის ბაზართან დაკავშირებით, დღეს სასამართლო ცალსახად გადახრილია დასაქმებულის მხარეს.


„გადაწყვეტილებების უმეტესობა რომ ნახოთ ძალიან დიდი მტკიცების ტვირთი აქვს დამსაქმებელს და დასაქმებულის სასარგებლოდ არის მიღებული ბევრი გადაწყვეტილება. შრომის ბაზრთან მიმართებით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არასამთავრობოების ჩართულობას, იგივე შრომითი უფლებების ცნობადობის გაზრდის კუთხით, ის რომ მთელი რიგი კამპანიები იყო ამ კუთხით. ვფიქრობ მომხმარებელთა დაცვის კუთხითაც მსგავსი კამპანიები დაიწყება. 



რაც შეეხება მეწარმეთა შესახებ კანონს, ამასთან დაკავშირებით არის ის ვითარება, რომ 2022 წელს ახალი კანონის მიღება მოხდა. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მანამდე ჩვენ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით კანონს. ის დეტალურად არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს წინა კანონისგან განსხვავებით. აქ გამოიყო ორი საკითხი, ერთი რაც ახლებურად მოწესრიგდა და მეორე რაც ისედაც იყო დარეგულირებული, ოღონდ სასამართლო პრაქტიკით ანუ არ იყო კანონით დარეგულირებული.


ბიზნეს დავების სასამართლოს კუთხით გადაწყვეტის მიმართულებით არის ბევრი პრობლემა, ერთ-ერთი მთავარი არის გაჭიანურებული ვადები. განსაკუთრებით დიდი პრობლემაა როდესაც გამაყოფილია უზრუნველყოფა, მაგალითად ქონების განკარგვასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ყადაღა და ა.შ. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ბიზნესი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ასევე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი პრაქტიკა და განჭვრეტადობა, ბიზნესისთვის დაახლოებით უნდა იყოს ცნობილი თუ რა შედეგს მიიღებს“,  აღნიშნა ეკატერინე კოკიჩაიშვილმა.


იურისტმა თანამედროვე ტექნოლოგიების დანარგვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ცხადია არის მცდელობები სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიის დანერგვა მომხდარიყო სამართალში, თუმცა საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა, იმისათვის, რომ ამ მიმართულებით დიდი თანხები დაიხარჯოს


„უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტების შექმნა მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს სამწუხაროდ საქართველოში იურიდიული ბაზარი არის მცირე, აქედან გამომდინარე რომ რაღაცის მიმართულებით ტექნოლოგია განავითარო ამას სჭირდება დიდი თანხა, ამიტომ ეს არის დამაბრკოლებელი გარემოებაა.“,  ამბობს ეკატერინე კოკიჩაიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up