2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 69,814.57 ათასი დოლარის ღირებულების 119,423.17 ტონა შაქრის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 8%-იან კლებას აჩვენებს.
საქართველოში იმპორტირებული შაქრის 56%-ი ბრაზილიაზე მოდის. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ათ თვეში საქართველომ ბრაზილიიდან 36,550.27 ათასი დოლარის ღირებულების 67,304.00 ტონა შაქარი შემოიტანა.
შაქრის იმპორტიორ ტოპ-3 ქვეყანას შორისაა ასევე პოლონეთი (17,767.37 ტონა) და მექსიკა (11,500.00 ტონა).
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოტანილი შაქრის 88%-ს ქვეყანაში საზღვაო გზით შემოვიდა.
2022 წლის იმპორტის მაჩვენებელში რუსეთიდან შემოტანილი შაქრის წილი 0.07%-ია.