საქართველოში შეფის ხელფასი შესაძლოა 10 000 ლარსაც კი აღწევდეს

საქართველოში შეფის ხელფასი შესაძლოა 10 000 ლარსაც კი აღწევდეს

access_time2023-02-14 20:00:05

2019 წლის შემდეგ სტუმარმასპინძლობის (Hospitality) სექტორში ხელფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. როგორც „კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში სექტორში ხელფასების 300%-მდე ზრდა ფიქსირდება.



„კოვიდ ვითარების შემდეგ სრულად შეიცვალა ტურიზმის სფეროში დამოკიდებულება ყველა მიმართულებით, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.



ჩვენ თუ კითხვას დავსვამთ, რამდენადაა დღეს სახელფასო ბიუჯეტი გაზრდილი, ნებისმიერ პოზიციაზე, რომელიც არსებობს ჰოსპიტალიტის სფეროში ვითარება შეცვლილია და სხვადასხვა პოზიციების მიხედვით დაახლოებით 100-დან 300%-მდეა გაზრდილი.



ამ შემთხვევაში გამოირჩევა მზარეულის და მიმტანის ხელფასი, რომელიც იმის გარდა, რომ სახელფასო ბიუჯეტიდან იღებენ თანხას, გარდა ამისა „ჩაიც“ ძალიან გაზრდილია.




მიმტანის, ასევე მზარეულის ხელფასი რაც კოვიდამდე იყო, პირობითად, 800-დან 1500 ლარამდე, დღეს 1500-დან 4500 ლარამდეა გაზრდილი. ხშირ შემთხვევაში გაორმაგებულია ან გასამმაგებულია“, - განმარტავს ბურჯანაძე.



რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არიან მზარეულები, რომელთა ხელფასიც 10 000 ლარამდეც კი აღწევს.



„ბოლო პერიოდში საქართველოშიც მოთხოვნადი გახდა, შეფი, რომელიც ბევრი არ გვყავს, მაგრამ ერთეულები არიან. დაახლოებით 30-მდე შეფი, რომლის ანაზღაურება შესაძლოა რამდენიმე ათასი ლარი იყოს, 5000-დან ზემოთ, 10 000-მდეც კი ადის.


ეს არის ის შეფი, რომელიც რეალურად არის შეფი. შეფი ეს არის პიროვნება, რომელიც ქმნის მენიუს, ქმნის რესტორანს და მასზეა აწყობილი რესტორანი და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სტუმრის მიღების დროს საჭმლის გამკეთებელი, ის არის კერძის შემქმნელი. ის ქმნის კონკრეტული რესტორნისთვის კერძს და შესაბამისად ამ კერძზეა აწყობილი რესტორანი. ამ შეფის ხელფასი ათასობით ლარია და შეიძლება ითქვას, ცნობილი პროფესიების ხელფასს ბევრად აღემატება“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up