ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ყველა პროდუქტს წარმომავლობის მიხედვით ცნობს. აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის სისტემისთვის ხელმისაწვდომია - Scan Products.
დაასკანერე პროდუქტი და მიიღე ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნის შესახებ, - წერია აპლიკაციის აღწერაში, რომელიც 2022 წლის 15 თებერვალს შეიქმნა.
მისი დაყენება რამდენიმე წამშია შესაძლებელი, გამოყენებისთვის კი მობილურის ინტერნეტთან წვდომა აუცილებელი არ არის. აპლიკაციის გამოყენება მარტივია - მისი გააქტიურების დროს ჩდება ღილაკი scan, მობილურის კამერის შტრიხკოდთან მიტანის შემდეგ კი ჩნდება მწარმოებელი ქვეყანა.
რადიო თავისუფლებამ ექსპერიმენტი რამდენიმე პროდუქტზე ჩაატარა. მაგალითაც, ერთ-ერთი კომპანიის ყავაზე დაიწერა, რომ ის ნიდერლანდებშია ნაწარმოები, თამბაქოზე - საქართველო, ხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოკოლადზე, რომელიც თითქმის ყველა სუპერმარკეტში იყიდება - რუსეთი.
აპლიკაციაში რუსეთის გამოჩენისთავანე ჩნდება ტანკიც.
ამ ამომცნობი აპლიკაციის შექმნა დროში ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებას და ომის დაწყებას.
წყარო: "რადიო თავისუფლება"