საქართველოში შესაძლოა, ეროვნული სამხედრო მუზეუმი დაფუძნდეს

საქართველოში შესაძლოა, ეროვნული სამხედრო მუზეუმი დაფუძნდეს

access_time2022-07-21 12:12:17

საქართველოში შესაძლოა, ეროვნული სამხედრო მუზეუმი დაფუძნდეს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია.

 

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი არიან.

 

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს, მუზეუმის ახალი ტიპის, სამხედრო მუზეუმის შექმნის შესაძლებლობას.

 

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმი თავისი საქმიანობის მიმართულებით შეიძლება იყოს: ისტორიული, საბუნებისმეტყველო, მემორიალური, ხელოვნების და ლიტერატურული. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ამ ტიპის მუზეუმების გარდა, შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ. ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, კანონში ჩნდება ჩანაწერი სახით - სამხედრო მუზეუმის განმარტება. კერძოდ: „სამხედრო მუზეუმია - ღია სივრცეში ან/და დახურულ შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები“.

 


პროექტის ავტორთა შეფასებით, კანონპროექტი ძალაში შევა 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, რადგან 2022-2024 წლების საშუალოვადიან საბიუჯეტო პერიოდში ვერ განხორციელდება საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფა.

 

„სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისათვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 23 753 112 ლარს. მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი შესაძლებელია გადანაწილდეს 4 საბიუჯეტო წელზე.

 

2025 წელს პროექტირებისთვის გამოიყოს 249 576 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 187 182 ლარი;

 

2026 წელს მშენებლობის პირველი ფაზის დასაწყებად გამოიყოს 4 211 595 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 280 773 ლარი;

 

2027 წელს მშენებლობის მეორე ფაზისთვის გამოიყოს 5 615 460 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 467 955 ლარი, გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის მომზადებისთვის 93 591 ლარი, გამოფენის დიზაინის შემუშავებისთვის 93 591 ლარი, საგამოფენო და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 311 970 ლარი;

 

2028 წელს მშენებლობის ბოლო ფაზისთვის გამოიყოს 4 211 595 ლარი, კოლექციების საგამოფენოდ მომზადებისთვის 62 394 ლარი, აღჭურვისთვის 4 679 550 ლარი, საგამოფენოდა საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 1 247 880 ლარი, ღია სივრცის მოსაწყობად 2 040 000 ლარი.

 

მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმის შენახვისთვის საჭირო ხარჯები ყოველწლიურად სავარაუდოდ შეადგენს - 782 500 ლარს (მუზეუმის შენახვისათვის საჭირო ხარჯებს 398 500 ლარს დამატებული მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება -384 000 ლარი),“- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up