საქართველოში სოფლად ოჯახების 68.1% და ქალაქად 10.5% თბება შეშით

საქართველოში სოფლად ოჯახების 68.1% და ქალაქად 10.5% თბება შეშით

access_time2022-12-26 21:30:27

საქსტატის მონაცემებით, ოჯახების 35.4% გასათბობად შეშას იყენებს და ამ მიზნით მოხმარებული ენერგორესურსების სტრუქტურაში შეშა, ბუნებრივი გაზის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

 

პუბლიკაციის თანახმად, რომელიც წელს საქსტატის მიერ, შინამეურნეობების სექტორში ჩატარებული ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგებს ეფუძნება, შინამეურნეობების წილი გათბობის ინდივიდუალურ საშუალებებში გამოყენებული ენერგორესურსების მიხედვით ასე ნაწილდება:

 

შინამეურნეობების 47.4% იყენებს ბუნებრივ გაზს;

35.4% - შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს;

6.1% - ელექტროენერგიას;

0.3% - ქვანახშირს;

0.5% - ცხოველურ ნარჩენებს და სხვა რესურსს.

აღსანიშნავია, რომ სოფლად გათბობის მიზნით შეშის გამოყენების მაჩვენებელი ბევრად მაღალია და 68.1%-ს აღწევს, ხოლო ქალაქად 10.5%-ს უტოლდება.

 


რაც შეეხება საცხოვრისების განაწილება გათბობის ტიპების მიხედვით, გაზზე მომუშავე გათბობის ინდივიდუალურ ცენტრალურ სისტემას იყენებს შინამეურნეობების 17.1%. უდიდეს ნაწილში (81.3%) გათბობისთვის გამოიყენება სხვადასხვა ენერგორესურსებზე (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, შეშა და სხვა) მომუშავე გათბობის ინდივიდუალური საშუალებები, ხოლო საცხოვრისების 0.7% გათბობის გარეშეა.

 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში კონდიცირების სისტემით აღჭურვილია საცხოვრისების საერთო რაოდენობის 11.7%. გაგრილების საშუალო ტემპერატურა დღეში 20 გრადუსის ფარგლებშია, ხოლო გაგრილების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 4.4 საათს.

 

პუბლიკაციაში საუბარია საჭმლის მომზადების მეთოდებზეც. როგორც ირკვევა, საჭმლის მომზადებისათვის შინამეურნეობების 88.2% იყენებს ბუნებრივ გაზს, 22.1% - შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, 9.8% - თხევად გაზს, ხოლო ელექტროენერგიას იყენებს შინამეურნეობების 13%.

 

2021 წლის 5 იანვრიდან 2022 წლის 5 იანვრამდე, შინამეურნეობების საჭიროებისთვის მოხმარებულია:

 

1270.5 მლნ. კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი;

 2039.2 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია;

 1766.5 ათასი კუბური მეტრი - შეშა.

ცალკეული ენერგორესურსის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქის და სოფლის მიხედვით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარება შედარებით მაღალია საქალაქო დასახლებაში, ხოლო მოხმარებული შეშის 84.7% მოდის სოფლის ტიპის დასახლებაზე.

 

 

businessformula


თეგები:
შეშით



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up