საქართველოში გერმანიის საელჩო მოსახლეობას ტანსაცმლის შეგროვებასა და დარიგებებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტანსაცმლის შესაგროვებელი კონტეინერებიგერმანიაში უკვე დიდი ხანია არსებობს.
ეგრეთწოდებული „Kindness Box“-ები უკვე საქართველოშიც გამოჩნდა, „კარიტასმა“ ის თბილისის სხვადასხვა უბნებში დადგა.
კონტეინერებში გროვდება კარგად შენახული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი პატარებისა და დიდებისათვის, რომელსაც შემდეგ „კარიტასი“ გაჭირვებულ პირებს ურიგებს.
„კარიტასის“ პროექტში თავად გერმანიის საელჩოს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა და ტანსაცმელი შეაგროვეს.