საქართველოში ტელემედიცინის სერვისები ფართოვდება – რა სიახლეები იგეგმება რეგიონების მოსახლეობისთვის

საქართველოში ტელემედიცინის სერვისები ფართოვდება – რა სიახლეები იგეგმება რეგიონების მოსახლეობისთვის

access_time2023-01-05 22:00:52





კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელივანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს მთავრობამ 50 სოფლის ამბულატორია უკვე აღჭურვა ტელემედიცინის მოწყობილობებით. ევროკავშირისა და გაეროს ოთხი ორგანიზაციის – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს პროექტების ოფისის (UNOPS) მხარდაჭერით კიდევ 200 ამბულატორიას შეეძლება მოსახლეობისთვის უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება. პროგრამის დანერგვა იმ რეგიონებშია დაგეგმილი, სადაც სხვადასხვა პროფილის მედიკოსები არ ჰყავთ.



სოფელ ორბელის მკვიდრის ზინიკო ქლიბაძის განცხადებით,  მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის უფრო რთულია ვიწრო სპეციალობის ექიმებთან კონსულტაციისთვის ქუთაისში თუ თბილისში ჩასვლა, ამიტომ მომსახურებების დისტანციურად მიღება მნიშვნელოვანია.



„ყველგან რიგებია, ჩაწერაა საჭირო, ამას თან ერთვის მგზავრობისთვის საჭირო დრო. ზამთარიც უფრო მკაცრია, ვიდრე სხვაგან და გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.



მიხარია რომ სოფელში მალე ტელემედიცინის აპარატურის დახმარებით შეგვეძლება ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენს ექიმებსაც უფრო დაეხმარება თავის საქმიანობაში, უფრო გაიზრდებიან, და ჩვენც უფრო მეტად ვიგრძნობთ ზრუნვას,“ – ამბობს ზინიკო ქლიბაძე.



ტელემედიცინა ნიშნავს თანამედროვე, ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში მაცხოვრებლებს აღარ მოუწიოთ სხვა ქალაქებსა თუ კლინიკებში სიარული ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად. ამით იზოგება ხარჯები და დრო, თუმცა, შესაძლებელი ხდება გამოცდილი ექიმებისა და პრაქტიკოსებისგან ხარისხიანი სერვისის მიღება.



პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის  დასასმელად გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორც ადგლობრივი სოფლის ექიმის, ისე სპეციალიზირებული ექიმის ერთობლივ მუშაობას აქვს. სწორედ სოფლის ექიმია შუამავალი რგოლი პაციენტსა და ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს შორის, რომელიც ავადმყოფს დისტანციურად უწევს კონსულტაციას.





ჯანდაცვის ექსპერტის თენგიზ ვერულავას განცხადებით, ტელემედიცინა, რომელიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაბალი ტემპით ვითარდებოდა, პანდემიის დროს ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი აღმოჩნდა.



„ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, კლინიკაში პაციენტების ვიზიტის 30%-ის მიზეზი ჯანმრთელობის ზოგადი, მსუბუქი ხასიათის პრობლემებია. შესაბამისად, ასეთი ჩივილები არ საჭიროებს ფიზიკურ გასინჯვას და მათი ჩანაცვლება დისტანციური,  ონლაინკონსულტაციითაა შესაძლებელი. ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების პასუხების გასაცნობად, ხშირად პაციენტს  განმეორებითი ვიზიტისთვის უწევს ექიმთან მიმართვა,  თუმცა ამის განხორციელება ონლაინკონსულტაციითაც არის შესაძლებელი. შედეგად, ხდება დროისა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვა, რაც ზრდის როგორც ფინანსურ, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვისაა. დისტანციური კონსულტაცია განსაკუთრებით მოსახერხებელია ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომლებიც ექიმებს რეგულარულად მიმართავენ. ბევრ შემთხვევაში, ასეთი ვიზიტების დროს ხდება წამლის დოზის კორექცია ან მედიკამენტის შეცვლა, რისი განხორციელება ონლაინკონსულტაციითაც არის შესაძლებელი. ტელემედიცინა დროისა და ფინანსების დაზოგვის გარდა, ზრდის ექიმთა სამუშაო შესაძლებლობებს, რაც  ყოველდღიურად სულ უფრო მეტი პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაში გამოიხატება.“ – განმარტავს ვერულავა.



მისი თქმით, ტელემედიცინის განვითარება პანდემიის გარეშეც აუცილებელი იყო ქვეყნისთვის, შემდეგი მიზეზების გამო:



·სამედიცინო მომსახურებისა და მაღალკვალიფიციური პერსონალის უთანაბრო განაწილება, რის გამოც, დაშორებულ, მცირედ დასახლებულ და მთიან რეგიონებში ხშირად დგას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების პრობლემა;



·მაღალმთიან რაიონებში, უხვთოვლიანი ზამთრის პერიოდში, პაციენტის სასწრაფოდ ტელეკონსულტირების საჭიროება;



·პირველადი ჯანდაცვის რგოლებსა და მესამე დონის ჰოსპიტლებს შორის რეფერალური სამსახურის გაუმჯობესება ინტეგრირებული ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად;



·უწყვეტი პროფესიული განათლების საჭიროებებისთვის ინტერნეტის დახმარებით საგანმანათლებლო ქსელის ეფექტიანი უზრუნველყოფა;



·პერსონალური ჯანმრთელობის მონაცემებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა;



·ასაკოვანი ქრონიკული პაციენტების დისტანციური დიაგნოსტიკა და გართულებების ტელემონიტორინგი;

·მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ჯანმრთელობის საკითხებში განათლების, ცხოვრების ჯანსაღის წესის და დაავადებათა პრევენციის სანდო და განახლებად მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობა.



jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up