საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ქართულ პლაჟებზე „ცისფერი დროშის“ არქონა

საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ქართულ პლაჟებზე „ცისფერი დროშის“ არქონა

access_time2021-12-17 20:00:00

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ზოლი 308 კილომეტრს შეადგენს, ამ ზღვისპირა მონაკვეთზე ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონა აჭარის დედაქალაქი ბათუმია – ის არის მიზიდულობის ცენტრი სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დამსვენებლისთვის. ბოლო 15 წლის განმავლობაში ტურისტთა ყოველწლიური ნაკადი აჭარის დედაქალაქში რეგულარულად აუმჯობესებდა წინა რეკორდებს.



ტურიზმი ქართული ეკონომიკის ფლაგმანია. ასევე ის ხელს უწყობს სხვა დარგების – მშენებლობის, ვაჭრობის, ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარებას. 2019 წელს, კრიზისამდე, ტურიზმის წილი ეკონომიკაში შეადგენდა 11%-ს, მაგრამ 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ გარკვეულწილად შეაჩერა ეს განვითარება.



ექსპერტები თანხმდებიან, რომ კორონავირუსზე გამარჯვების შემდეგ ზრდის ტემპი აღდგება და ტურისტული დარგი განვითარების გზას დაუბრუნდება. ამასთანავე საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მომავალი აქტიური ზრდისთვის, კერძოდ, ბათუმს საკურორტო მიმართულების განვითარების პრაქტიკულად ამოუწურავი პოტენციალი აქვს. ბათუმის პლაჟები ფართოა და საკმაოდ გრძელი, ქალაქის ზღვის სანაპიროს სიგრძე, ფაქტობრივად, 10-კმ ზე მეტია (დღევანდელი მონაცემებით, ასეთი სიგრძე აქვს ბათუმის ბულვარს).



სპეციალისტები ურჩევენ ტურისტული ბაზრის მოთამაშეებს, დრო უქმად არ დაკარგონ. დღევანდელი პოსტკრიზისული პერიოდის დროებითი სიმშვიდე უნდა იყოს გამოყენებული ტურისტული ინდუსტრიის მდგომარეობის ანალიზისთვის. არის დრო და მიზეზი, შემუშავდეს ტურიზმის პირობების გაუმჯობესებისა და ამ სფეროს ხარისხის ამაღლების გზები. ნომინაცია „ცისფერი დროშა“- Blue Flag beach



რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ დღის მდგომარეობით საქართველოში ბევრმა არ იცის “ცისფერი დროშის” საერთაშორისო სტანდარტის შესახებ. ეს სპეციალური პროგრამაა საერთაშორისო დამოუკიდებელი ეკოლოგიური განათლების ფონდისა (FEE), რომელშიც მონაწილეობს ევროპის, აზიის, აფრიკის, ოკეანიისა და ამერიკის ათობით ქვეყანა.



1987 წლიდან FEE “ცისფერი დროშით“ იმ სანაპიროებს აჯილდოებს, რომლებიც ხარისხისა და უსაფრთხოების კონკრეტულ კრიტერიუმებს შეესაბამებიან. უკვე 35 წელია, რაც ეს სისტემა მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს. საქართველოს, მიუხედავად რეგიონალური დასასვენებელი ცენტრის სტატუსისა, არასოდეს მიუღია მასში მონაწილეობა.



საქართველოს ბუნების უნიკალურობის მიუხედავად, საქართველოში არ არის არც ერთი „ცისფერი დროშის“ სტატუსის მქონე პლაჟი. ბევრისთვის შოკის მომგვრელი იქნება ის ფაქტი, რომ მეზობელ თურქეთში მხოლოდ კრიზისულ 2020 წელს „ცისფერი დროშის“ სტატუსი 486-მა(!) პლაჟმა მიიღო. ასევე რუსეთში 2020 წელს „ცისფერი დროშის“ სტატუსი შავ ზღვაზე არსებულმა 24-მა სანაპირომ მიიღო.



ფაქტია, საქართველო კარგავს შესანიშნავ შესაძლებლობას, რომელსაც მოიცავს ეს საერთაშორისო პროგრამა. ეს ძლიერ დარტყმას აყენებს არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ ქვეყნის იმიჯს. პრესტიჟული დასვენება საქართველოში გაცილებით მეტ ტურისტსა და ინვესტორს მიიზიდავდა. მოგებული დარჩებოდა ყველა – რესტორნისა და სასტუმროების მფლობელებით დაწყებული, მცირე ბიზნესით დამთავრებული.



რა უნდა გაკეთდეს?




არ არის საიდუმლო, რომ ბევრი ტურისტისთვის საქართველო აღიქმება, როგორც იაფი დასვენების ადგილი. ძირითადად ამის მიზეზი კურორტის ინფრასტრუქტურის კომპლექსური განვითარების არარსებობაა. ამ დროს ქალაქში და ქალაქგარეთ შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, ბიზნესცენტრები, სავაჭრო ადგილები. საჭიროა სისტემური მიდგომა, რათა მოხდეს პლაჟების ინფრასტრუქტურისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება.



„ცისფერი დროშის“ სერტიფიკატის მოპოვებისთვის, საჭიროა რიგი პარამეტრების დაცვა, პირველ რიგში, ეს გახლავთ ეკოლოგიისა და უსაფრთხოების საკითხები და საკურორტო სფეროში დასაქმებული ადამიანების განათლება. შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაა 33 და მთავარია შემდეგი დებულებები:



ზღვის წყლის სისუფთავე და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სანიტარული ნორმების დირექტივას „საბანაო წყლის შესახებ“ (2006 წ);



საკურორტო სეზონის პერიოდში უნდა იყოს აღებული არანაკლებ 5 წყლის სინჯი, შუალედით არაუმეტეს 31 დღისა;



პლაჟი უნდა იყოს სუფთა, ის რეგულარულად და სისტემატურად უნდა დასუფთავდეს, უნდა იყოს მოწყობილი ტუალეტები და ნაგვის ურნები;



პლაჟზე შესვლა უნდა იყოს უფასო ყველასათვის, მიუხედავად სქესისა, ასაკისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა, სარწმუნოებისა;



პლაჟზე გადასახადი შეიძლება იყოს მხოლოდ პარკირების გამო ან პლაჟის ინვენტარის იჯარისთვის (არა უმეტეს $30-ისა);



ზღვაში შესვლისთვის შშმ პირებისთვის უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური ბილიკი;



პლაჟზე უნდა იყოს გათვალისწინებული სასმელი წყლის წყარო;



პლაჟთან ახლოს უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური ადგილები მაშველებისათვის და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, მაშველებს ევალებათ სანაპიროს 24-საათიანი მონიტორინგი;



დამსვენებლების კომფორტისთვის ყოველ 500 მეტრში უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური დაფა ყველა საჭირო ინფორმაციით;



როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები გონივრული და აბსოლუტურად მისაღებია საქართველოს პირობებში. ყველა ჩამოთვლილი პუნქტის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, ძალისხმევაა საჭირო. ყველაზე მთავარი არის აკვატორიის გასუფთავება დაბინძურებისა და საწარმოო ნარჩენებისგან.



ბათუმში უკვე არის პლაჟები, რომელთა აკვატორია სუფთა და უსაფრთხოა და შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს „ცისფერი დროშის“ მიღებისთვის. ეს პლაჟებია გონიოსა და კვარიათში, ასევე მწვანე კონცხზე. იქ მხოლოდ შესაბამისი სტანდარტების ამუშავებაა საჭირო. ეს პლაჟები ლამაზია, ჰაერი სუფთაა, ხოლო წყალი – გამჭვირვალე. დიდი ალბათობაა, რომ მათ კვალდაკვალ სხვა პლაჟებიც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.



რისთვის სჭირდება საქართველოს „ცისფერი დროშა“?



საერთაშორისო კომფორტის ნორმებთან შესაბამისობის აუცილებლობა დიდი ხნის წინ მომწიფდა. სტანდარტების შესრულების შემდეგ დივიდენდებით ისარგებლებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი მოსახლე. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ზოგადად ტურისტული ნაკადის მომატებაში, არამედ ჩამოვლენ უფრო შეძლებული და გადახდისუნარიანი უცხოელები, საქართველოს ეკონომიკის პოტენციური ინვესტორები.



საერთაშორისო პროგრამა „ცისფერი დროშისკენ“ მისწრაფება – ესაა კონკრეტული, მარტივი და გასაგები ნაბიჯი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ახალ დონეზე გადასვლისა. ძალიან ბევრი საერთაშორისო დამსვენებელი, ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვისას და მოსანახულებელი ქვეყნის არჩევისას „ცისფერი დროშის“ რჩევით სარგებლობს.



ამ პროგრამის შესრულებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები, კაფეები და სხვა ობიექტები, რომლებიც ასეთი პლაჟების მახლობლადაა, რათა დამსვენებლები სიამოვნებით ესტუმრონ და მათი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. პროგრამაში წარმატებული მონაწილეობა მოახდენს აჭარის ყველა საინვესტიციო ობიექტის კაპიტალიზაციას, მაქსიმალურად წარმოაჩენს ქართული პლაჟების პოტენციალს და მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოში დასვენების საერთაშორისო სტატუსს.



წყარო: forbes.ge




თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up