საქართველოში თუთიყუშების (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით) იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 19.07 ათასი დოლარის თუთიყუშისებრთა იმპორტი განხორციელდა, რაც 65%-ით ჩამორჩება 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2021 წელს საქართველოში 55.47 ათასი დოლარის თუთიყუშისებრთა იმპორტი დაფიქსირდა. საქართველოში თუთიყუშისებრთა იმპორტი 2022 წელს ჩეხეთიდან და ბაჰრეინიდან განხორციელდა.
თუმცა მთლიან იმპორტში (ღირებულებით ნაწილში) ჩეხეთიდან იმპორტირებული ფრინველების წილი 99%-ია.
საგულისხმოა, რომ 2010 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი თუთიყუშებთა იმპორტი 2021 წელს დაფიქსირდა.