2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 3,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,8 ათასი ტონით ანუ 112,5%-ით მეტია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,7 ათასი ტონით ანუ 33,3%-ით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით.
იმპორტის 94,1% (3,2 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიაზე მოდის.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 33,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (31,4 ათასი ტონა).
იანვარ -ოქტომბერშიც, იმპორტის 94% (31,6 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.
gbc.ge