საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია NilsenIQ-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიგარეტის არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 7,5%-ს მიაღწია.
საერთაშორისო კვლევითმა სააგენტომ ცარიელი კოლოფების კვლევის მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა და ძირითადი მიგნებები საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს, ბიზნესომბუდსმენსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს წარუდგინა.
შემოსავლების სამსახური ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოში შემოტანის მცდელობების კადრებს თითქმის ყოველკვირეულად ავრცელებს. 8 ივნისს კი ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა ნახევარი მლნ ლარის ღირებულების სიგარეტი აღმოაჩინეს, რაც რეკორდული კონტრაბანდის ფაქტი იყო.
შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ კვარტალში მსგავსი 575 ფაქტია გამოვლენილი. აღნიშნულ პერიოდში, ჯამში, მებაჟეებმა 34 588 კოლოფი და 90 კილოგრამი უაქციზო თამბაქო ამოიღეს.
კვლევითი ორგანიზაცია ilesonIQ-ის კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიგარეტის არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 7,5%-ს მიაღია.კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ თამბაქოს არალეგალური ბაზარი განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა და პიკს მიმდინარე წლის I კვარტალში მიაღწია.
არალეგალური თამბაქოთი ვაჭრობის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში. ნილსენის კვლევის თანახმად, თამბაქოს მოხმარებაში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქცია ყველაზე მეტად სამეგრელოშია ავრცელებული, სადაც კონტრაბანდის წილი მოხმარების 70%-ს აღწევს.
გარდა იმისა, რომ არალეგალური ბაზარი არაკონკურენტულ გარემოში აყენებს ლეგალურ ინდუსტრიას, მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიც.
თამბაქოს ლეგალური ბიზნესი ბიუჯეტის სოლიდური კონტრიბუტორია. მხოლოდ გასულ წელს ინდუსტრიამ ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.04 მილიარდი ლარი შეიტანა.
(R)