„საქართველოში უცხოელი წყვილების ქორწილების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა“ -  მალიბუს ყვავილები

„საქართველოში უცხოელი წყვილების ქორწილების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა“ - მალიბუს ყვავილები

access_time2022-10-18 09:00:08

„საქართველოში უცხოელი წყვილების ქორწილების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა, ასეთ მატებას ჩვენც არ ველოდით“, - ამის შესახებ შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ მალიბუს ყვავილების თანადამფუძნებელმა ლიკა ჯიღაურმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ცერემონიებისთვის შემოსული წყვილები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, თუმცა უმეტესი რაოდენობა ფილიპინებიდან ჩამოვიდა.

 

კითხვაზე, თუ რატომ არის  საქართველო წვეულებებისა და ქორწილებისთვის მიმზიდველ ქვეყნად, ლიკა ჯიღაური პასუხობს, რომ პირველ რიგში მათთვის ძალიან მიმზიდველია ბუნება, ხოლო რაც შეეხება რეგიონს,  ყველაზე დიდი პოპულარობით ყაზბეგი, გუდაური და კახეთი სარგებლობს.

 

„პატარა ცერემონიებისთვის და კამერული ქორწილებისთვის თბილისსაც ირჩევენ, თუმცა ძირითადი მოცულობა ამ რეგიონებზე მოდის, თუნდაც ქორწილის შემთხვევაში, რადგან როდესაც  ეს ადამიანები ქორწილისთვის ჩამოდიან სტუმრების ძალიან მცირე რაოდენობა მოჰყვებათ და ძირითადი დატვირთვა მოდის იმ ბუნებაზე სადაც ღონისძიება იგეგმება“ -  აღნიშნა ლიკა ჯიღაურმა.

 

ჯიღაურის თქმით, როგორც ყველა ბიზნესს, კადრების  დეფიციტის პრობლემა მათაც აქვთ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც კადრი აჰყავთ, მათთან სწავლობენ საქმეს და შემდეგ დამოუკიდებლად თავიანთ ბიზნესს იწყებენ. მისივე თქმით, ცერემონიების გასაფორმებლად ყვავილების შეძენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ხდება, რადგან რიგი გარკვეული ყვავილები საქართველოში ვერ მოდის.


 

„არის რაღაც სახეობები,  რომლებიც  ჩვენთან  არსებულ  სათბურებში მოჰყავთ, მაგრამ არის  სახეობები, რომლის იმპორტიც აუცილებელია,  რადგან ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკურად არ  არის.  ზაფხულში ყვავილებს  ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ვყიდულობთ, თუმცა ზამთარში შემოტანა გვიწევს.

 

როდესაც  ღონისძიებას ვგეგმავთ მხოლოდ  დეკორზე აქცენტი არ გვაქვს, აქ მთელი სერვისია  ჩართული, აქ უნდა იყო სასტუმრო, სადაც ისინი დარჩებიან, ტრანსპორტირების მხარე უნდა იყოს მოგვარებული, სარესტორნო სივრცე და სხვა  დანარჩენი სერვისები, მაგალითად ფოტო-ვიდეო მომსახურება. ასევე უცხოელ წყვილებში  ძალიან პოპულარულია ღონისძიების  წამყვანი, რომელიც თამადის თანამედროვე ვერსიაა და ის აცნობს წყვილებს ქართულ კულტურას, სთავაზობს გარკვეულ მასტერკლასებს, მაგალითად ცეკვის მასტერკლასი და სხვა“, - აღნიშნა ლიკა ჯიღაურმა.

 

ლიკა ჯიღაურის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი  ძვირდება, მაინც ცდილობს რომ პანდემიამდელი ბალანსი დაიცვას და მომსახურება არ გააძვიროს.

 

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up