იმპორტი აღდგენილია, ექსპორტში 22%-იანი ზრდაა - რა მდგომარეობაა საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე?

იმპორტი აღდგენილია, ექსპორტში 22%-იანი ზრდაა - რა მდგომარეობაა საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე?

access_time2022-08-12 15:00:44

იმპორტი 2019 წლის მაჩვენებლებს უკვე დაუბრუნდა, ხოლო ექსპორტის კუთხით 22%-იანი ზრდა გვიფიქსირდება, აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას სატვირთო ტერმინალ „ლასარეს“ ხელმძღვანელი სერგო ლასარიშვილი.


„ლასარე“ 1989 წელს დაარსდა და განლაგებულია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და წარმოადგენს კერძო ავია-სატვირთო ტერმინალს. ეს გახლავთ საჰაერო ხომალდის სატვირთო საჰენდლინგო მომსახურებისათვის აუცილებელი ბაზის, საბაჟო საწყობისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობის ერთობლიობა უშიშროების დაცული სისტემით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან პროფესიონალურ მომსახურებას 24-საათის განმავლობაში.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა აფერხებს საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების აღდგენას, რაზეც სატვირთო ტერმინალ „ლასარეს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი ტერმინალის მეშვეობით გატარებული ტვირთებით, 2019 წლის მაჩვენებლები უკვე აღდგენილია.


„ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ 2019 და 2020 წლების მაჩვენებლებით ვარდნა იყო დიდი. იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით იმპორტში კლება გვქონდა 30%-ით, 33%-იანი კლება დაფიქსირდა ექსპორტის კუთხითაც. საერთო ტვირთბრუნვის ვარდნამ კი 31%-ი შეადგინა. თუმცა პანდემიის ბოლოდან დაიწყო ზრდა. დღევანდელ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, იმპორტის კუთხით უკვე 100%-იანი აღდგენა გაქვს, ანუ იმ ზღვრამდე მივედით რაც იყო პანდემიამდე. რაც შეეხება ექსპორტს 2022 წლის პირველი ნახევარი 2019 წლის პირველ ნახევართან მიმართებაში გაზრდილია 22%-ით, თუმცა წლის ჭრილში შესაძლოა მაჩვენებლები შეიცვალოს, რადგანაც ახლა ადგილი ჰქონდა გალფის ქვეყნებში სეზონური ხილ-ბოსტნეულის დიდი მოცულობების გაშვებას, თუმცა შემდგომ შესაძლოა იყოს ჩავარდნები და საბოლოო მაჩვენებელი 22%-იანი ზრდის დონეზე აღარ იყოს. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ექსპორტი შესაძლოა აღარ გაიზარდოს, მაგრამ იმპორტი არსებულ ზღვარს შეინარჩუნებს, ანუ პანდემიამდელ მაჩვენებელს სრულად დაუბრუნდება.



ეს მაჩვენებლები ასახავს „ლასარეს“ ტერმინალის ტვირთბრუნვებს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმათაც, რომ ძირითადი გადამზიდავები ჩვენთან მუშაობენ ჩათვალეთ, რომ ეს არის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 70-75%-ი“, აცხადებს სატვირთო ტერმინალ „ლასარეს“ ხელმძღვანელი სერგო ლასარიშვილი.



„ლასარეს“ მენეჯერი ამბობს, რომ საჰაერო ტვირთების სეგმენტის ზრდას ხელს არაფერი უშლის, პრაქტიკულად ცარიელი სივრცე დამატებითი ტვირთებისთვის საჰაერო ხომალდებში ყოველთვის არის, თუმცა არ არის სათანადო მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსპორტირების სეგმენტია.




„არის ჰაბები, რომლებიც მართლაც, რომ გადატვირთულია. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ჰაბი ტვირთების გადანაწილებისთვის არის სტამბოლი. არის მიმართულებები, სადაც გადატვირთულია და ტვირთგამგზავნს, ან ტვირთმიმღებს უწევს ლოდინი არა 3-4 დღე, არამედ შესაძლოა 2 კვირაც, რათა თბილისში ჩამოვიდეს ტვირთი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ Turkish Cargo-ს ყველა რეისი მიდის სტამბოლში და შემდგომ ნაწილდება სხვადასხვა მიმართულებებზე. ამიტომ ტვირთი შედის Turkish Cargo-ს ტერმინალში, სადაც ხდება მიმართულებების მიხედვით ტვირთების გადაჯგუფება. ამ ეტაპზე სწორედ იქ არის გადატვირთვა, რადგანაც მოთხოვნა მეტია. დღეს ბევრ ავიაკომპანიას უჭირს ბორტების მხრივ. თუმცა ეს „პრობლემა“ სამწუხაროდ საქართველოს არ ეხება, ეს მსოფლიოს მასშტაბითაა „ეკონომიკის აფეთქება“. საქართველოში უფრო სტანდარტული ტემპებია და არსებული მიწოდების ტემპები მოთხოვნას სრულიად აკმაყოფილებს. თვითმფრინავი, როდესაც ჩამოდის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას ჩამოაქვს ასევე სომხური ან აზერბაიჯანული ტრანზიტული ტვირთებიც, რომელიც შემდგომ აქედან იგზავნება დანიშნულების ადგილზე. თუ სატვირთო თვითმფრინავს განვიხილავთ, მასში ცარიელი ადგილი არის, ანუ შესაძლებელია კიდევ ტვირთის ჩადება, მაგრამ მოთხოვნა არ არის. ავიაცია ძვირი გადაზიდვების სეგმენტია. ამასთან საქართველოს გააჩნია 2 საზღვაო პორტი და სახმელეთო მიმოსვლის პუნქტები, თავისუფალი იგივე ევროპასთან. ამიტომ კონკურენცია არის სასწაულად დიდი.



ტრანსპორტირების ფასებს რაც შეეხება, 2019 წლიდან გაზრდილია 40-50%-ით. მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ ავიაკომპანიების მომსახურებაზე, ანუ ავიაგადაზიდვების ღირებულებაზე, რაც მთლიანად ტვირთის მომსახურების 90%-ია.



საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი არის პატარა. როდესაც Cargolux-ის საჰაერო ხომალდი ჩამოდის, რომელსაც 100 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია, საქართველოში ჩამოაქვს მაგალითად 40 ტონა, ხოლო დანარჩენი ტვირთი რაც ბორტზეა უკვე სხვა ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. Cargolux-ი დღეს საქართველოს მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით დაფრინავს, რამდენიმე წლის უკან კი კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა და კვირაში 7 სიხშირეც კი უნდოდათ, მაგრამ რეალურად მოთხოვნა აღარ იყო. ვერ ავსებენ ბორტებს, რადგანაც მსოფლიოში ყველაზე დიდი  სატვირთო თვითმფრინავები ჰყავთ.



არ გვაქვს საქართველოში ისეთი საწარმოები რომელიც დიდ საავიაციო ტვირთებზე იმუშავებენ, მაგათ ურჩევნიათ კონტეინერით, გემით გაუშვან ტვირთი. თან ეს გზა უფრო იაფი უჯდებათ“, - განმარტავს სერგო ლასარიშვილი.



„ლასარეს“ მაგალითზე ირკვევა, რომ საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების დიდი წილი ჩინეთიდან შემოტანილ ტვირთებს უკავია.



„რეალურად იმპორტში პირველ ადგილზეა ჩინეთი და მის გარშემო რეგიონი, რომელთაც ბზარის 35%-ი უჭირავთ. ძირითადი ტვირთები კი არის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და კომპიუტერის აქსესუარები. ამერიკას 30%-ი უკავია და ამერიკიდან ძირითადად შემოდის ავტონაწილები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილურები, კომპიუტერები, კოსმეტიკა. შემდეგ მოდის გალფის ქვეყნები, საიდანაც მთავარი საიმპორტო პროდუქცია არის მობილურები, კომპიუტერები, ძვირფასეულობა და კოსმეტიკა. ევროპაზე მოდის იმპორტის მხოლოდ 10%-ი, სადაც ლიდერობს სამედიცინო ტვირთები. ეს იმიტომ, რომ დღეს ევროპაში პროდუქციის მიმოცვლა საავტომობილო ტრანსპორტით უფრო იაფია“, - აცხადებს სერგო ლასარიშვილი.



აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,76%-ით გაიზარდა.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 122,950 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-ივლისში კი 10 047,072 ტონა.



2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-ივლისში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 26,03%-ია. 2019 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტი 13 686,091 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 8 985,962 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 12,65%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up