ვაქცინა - ერეკლე მეორისთვის გასაგები და თანამედროვეთა ნაწილისთვის გაუგებარი

ვაქცინა - ერეკლე მეორისთვის გასაგები და თანამედროვეთა ნაწილისთვის გაუგებარი

access_time2021-10-21 11:00:47

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდმა მოსახლეობის 0.26% - 9588 ადამიანი იმსხვერპლა. აცრილებში ეს მაჩვენებელი 100-ჯერ ნაკლებია და 0.0026%-ს შეადგენს, 900 ათასი აცრილიდან - 23-ს. თეორიულად საქართველოს ვაქცინა 1.5 წლის წინ რომ ჰქონოდა და მთელი მოსახლეობა აცრილიყო, დღეს პანდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა 100-ჯერ ნაკლები 96 ადამიანი იქნებოდა და 9493 სიცოცხლე გადარჩებოდა.

 


კლასიკური გაგებით ვაქცინის ისტორია 225 წელს ითვლის და მისი სახელი ედუარდ ჯენერს უკავშირდება. მან ძროხის ყვავილით დაავადებული ქალის ჩირქით თავისი მებაღის 8 წლის შვილი აცრა. შემდეგ მას ნამდვილი ყვავილის ვირუსი შეუყვანა, მაგრამ ბიჭი აღარ დაავადებულა. წარმატებულმა ექსპერიმენტმა შემდგომი 2 საუკუნის განმავლობაში ასობით მილიონი ადამიანი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

 


არც ერთ დიქტატორს, არც ერთ დამპყრობელს არ მოუკლავს იმდენი ადამიანი, რამდენიც ყვავილმა შეიწირა. სხვადასხვა გამოთვლებით ის საერთო ჯამში 500 მლნ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, მხოლოდ XX საუკუნეში კი 300 მლნ-ის. ყვავილით ინფიცირებული ყოველი მესამე ადამიანი კვდებოდა. გადარჩენილების ნაწილი ბრმავდებოდა.

 


ჯენერი შეიძლება თანამედროვე ვაქცინის შემქმნელად ჩაითვალოს, მაგრამ იმუნიზაციის მცდელობა ჩინეთში ჯერ კიდევ X საუკუნეში ჰქონდათ. ერეკლე მეორემ 1772 წელს თავისი ვაჟი იულონი აცრა ყვავილის ვაქცინით. გამოგონებით ნაპოლეონიც აღფრთოვანებულა და არმიის ყველა ჯარისკაცი აუცრია.

 


ის რაც მარტივი გასაგები იყო XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფისა და საფრანგეთის იმპერატორისთვის, ბევრისთვის რთულად გასაგები აღმოჩნდა XXI საუკუნის საქართველოში. წითელაზე აცრილი, 4G სმარტფონის მქონე ადამიანები, სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად პოსტავენ რომ 5G და კოვიდვაქცინა საშიშია.

 


თუ ყვავილი ყოველ მესამე ადამიანს კლავდა, ცოფის შემთხვევაში სიკვდილიანობა 100%-ს შეადგენს. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ადამიანი უკვე სასიკვდილოდ განწირულია, ექიმებს ერთადერთი რაც შეუძლიათ პაციენტის ტანჯვის შემსუბუქებაა. 1885 წლამდე ცოფიანი ძაღლის ან კატის ნაკბენი, განაკაწრი და დანანერწყვი სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა, 1885 წელს ლუი პასტერმა ცოფის ვაქცინა შექმნა. დღემდე ცოფი წლიურად 55 000-ზე მეტ ადამიანს კლავს, ყველა მათგანი აუცრელია.

 



თანამედროვე ადამიანმა ძალიან ცოტა იცის პოლიომელიტისა და დიფტერიის შესახებ, მაშინ როცა ჯერ კიდევ ათწლეულების წინ ერთიც და მეორეც საშიშ დაავადებებად მიიჩნეოდა. ორივე მათგანი, ისევე როგორც ყვავილი ვაქცინის ძალით დამარცხდა.

 


კითხვაზე, თუ აცრა ასეთი სახიფათოა, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ 2 ან 10 წლის შემდეგ გამოვლინდება, მაშ რატომ არ გამოვლინდა აღნიშნული საფრთხეები წითელას აცრის შემდეგ, ანტივაქსერები პასუხობენ, რომ ის სხვა აცრა იყო, სხვა შემადგენლობის კოვიდვაქცინა კი სხვა არის, რომელიც დნმ-ს ცვლის. ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე ანტივაქსერს წითელას ან ყვავილის ვაქცინის ლაბორატორიული კვლევა ჩაეტარებინოს, რაც შეეხება კოვიდვაქცინებს, დნმ-ს არც ერთი არ ცვლის. ფაიზერი რნმ-ზეა აგებული და არა დნმ-ზე, სინოფარმი კი ტრადიციული მეთოდით რაც ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი ვირუსის შეყვანას გულისხმობს.

 


ბოლო 2 საუკუნეში პლანეტის მოსახლეობა 1 მლრდ-დან 7.9 მლრდ-მდე გაიზარდა. მოსახლეობა დღეს წლიურად საშუალოდ 80 მლნ-ით იზრდება. შობადობა კი განუხრელად მცირდება. მოსახლეობის ზრდის მიზეზს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა განაპირობებს და მასში ვაქცინას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

 


ორჯერადად აცრილი პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ზოგჯერ ნიშნის მოგებითაც ლაპარაკობენ აგერ აცრილებიც კვდებიანო. რეალობა კი შემდეგია. 900 ათასი აცრილიდან კოვიდით 23 გარდაიცვალა. საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ-ა. სივდილიანობა აუცრელებშიც იგივე პროპორციით რომ ყოფილიყო, ახლა 9588 გარდაცვლილის მაგივრად ქვეყანას 95 გარდაცვლილი ეყოლებოდა და 9493 სიცოცხლე გადარჩებოდა.




 


საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი შვეიცარიაში ცხოვრებაზე ოცნებობს, 20 ოქტომბრის მდგომარეობით შვეიცარიაში მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 65%-ა აცრილი და ორივე დოზით 61%. საოცნებო ქვეყანათა რიგებს ნორვეგიაც განეკუთვნება სადაც მინიმუმ 1 დოზით უკვე მოსახლეობის 77%-ა აცრილი ორივე დოზით კი 68%. ბევრს დუბაიც ხიბლავს. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ბავშვების აცრა 3 წლის ასაკიდან დაიწყო და დღეს უკვე მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 95%-ა აცრილი, ორივე დოზით 85%. დღეს 3.7 მლნ-იან საქართველოში ყოველდღიურად იმდენი ადამიანი იღუპება კოვიდით რამდენიც 60 მლნ-იან იტალიასა და 65 მლნ-იან საფრანგეთში. 2-ჯერ მეტი ვიდრე 47 მლნ-იან ესპანეთში, სადაც მოსახლეობის 80% უკვე სრულად აცრილია. მონაცემები საჯაროა და მისი ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

 


შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბრტყელი დედამიწის თეორიის სწამთ. მათი მტკიცებით NASA-ს და სხვა ქვეყნების მიერ გაშვებული სატელიტების ფოტოები გაყალბებულია.  რატომ ხვდება დღე-ღამის მონაცვლეობა, როგორ მუშაობს GPS და სად აქვს პლანეტას კიდე ამ კითხვებზეც საკუთარი „არგუმენტირებული პასუხები“ გააჩნიათ. ანტივაქსერებს დედამიწიდან გადავარდნის არ ეშინიათ, მაგრამ სჯერათ რომ 2 წლის შემდეგ ყოველი 3 შვეიცარიელიდან 2 მოკვდება, ყოველი 4 ნორვეგიელიდან 3, საამიროებში კი მხოლოდ მოსახლეობის 5% გადარჩება.

 


ის ადამიანები, რომლებიც 1.5 წლის წინ სავალდებულო პირბადესა და კომენდანტის საათს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა გაუსამართლებლად შინაპატიმრობაში აყვანა, დუმილით ან ზოგ შემთხვევაში ოვაციებითაც შეხვდნენ, სავალდებულო ვაქცინაციის იდეას აგრესიით ღებულობენ. თუ აუცრელი ადამიანის კინო-თეატრში ან რესტორანში არ შეშვება დისკრიმინაციაა, მაშ რატომ არ არის დისკრიმინაცია უპირბადო ადამიანისთვის მაღაზიის, აფთიაქის, ბანკისა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარის დაკეტვა? უპირბადოდ გადაადგილება ქუჩაშიც კი აკრძალულია. ინდივიდუალური თავისუფლების ჭრილში განხილვით არც კომენდანტის საათი უნდა დაწესებულიყო, არც სავაჭრო ცენტრები უნდა დაკეტილიყო, ხოლო თუ პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, მაშინ პირბადეზე მეტი ეფექტი ვაქცინას აქვს და ისიც სავალდებულო უნდა გახდეს როგოც მინიმუმ გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც, უპირველესად მასწავლებლებისა და ექიმებისთვის.

 


საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია, ისევე როგორც შარშან, წელსაც მოსალოდნელია, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ახალი შეზღუდვები დაწესდეს, შეიძლება ნაკლებად მკაცრი, მაგრამ ეკონომიკისთვის მაინც დამაზიანებელი. სხვა სფეროებისგან განსხვავებით განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ამონაგებს გვიან, წლების შემდეგ იძლევა. უკვე მეოთხე სემესტრია სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან გადასულები, რაც სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს. მართალია მიმდინარე სემესტრში ჯერ ოფიციალურად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ გამოცხადებულა, მაგრამ მათ რიგებს სულ უფრო და უფრო მეტი სკოლა უერთდება.



გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up