საქართველოში წელს 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა - ხვალ შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა

საქართველოში წელს 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა - ხვალ შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა

access_time2022-05-14 16:30:05

2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 15 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9349 აივ ინფიცირებული პირი, 6982 – მამაკაცი, 2367 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. 1989 – გარდაიცვალა.

ამასთან, 15 მაისის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

აივ ინფიცირების შემთხვების რეგიონული განაწილება: თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში - 1235; იმერეთში - 1119; აჭარაში - 1079; აფხაზეთში -541; კახეთში - 465; ქვემო ქართლში - 549; შიდა ქართლში -357; გურიაში - 200; სამცხე-ჯავახეთში - 131 და ა.შ.

2022 წლის 15 მაისის მონაცემებით, გამოვლენილია 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო 191 ახალი შემთხვევა.

გამოვლენილ ახალ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა, სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15 მაისის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით), სისხლის რეციპიენტია – 5, დაუდგენელია – 3 შემთხვევა.


ხვალ, 15 მაისს, მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნები შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. აღნიშნულ თარიღს საქართველოში უკვე 26 წელია აღნიშნავენ და სხვადასხვა აქტივობით მიაგებენ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს ექიმი-ეპიდემიოლოგები ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელობა მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ ეპიდ-ვითარების სტატისტიკის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

მათივე ცნობით, დამსწრე საზოგადოება საჰაერო ბუშტებზე გამოსახავენ წითელ ე.წ. „რიბონს“ (შიდსის ლოგოტიპი წითელი ბაფთა) და ჰაერში გაუშვებენ. ასევე, დეკორატიულ სანთლებს აანთებენ და გამოსახავენ იმავე „რიბონს“.

„ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად“ 2022 წელს მსოფლიოში ამ დევიზით აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელიც მოგვიწოდებს, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დაღუპულთა მოგონებებით, არამედ მნივნელოვანია საზოგადოების ყველა ფენა აქტიურად ჩაებას მოქმედებაში აივ/შიდსის პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად.

დღეს აივ-თან ერთად თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გლობალური სოლიდარობისთვის; არღვევს სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერებს და აძლევს ჯანმრთელი მომავლის იმედს ახალ თაობებს.

საქართველოში, უკანასკნელ წლებში, აღინიშნება აივ/შიდსით ავადმყოფების სიკვდილობის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული არვ თერაპიით მათი მოცვის გაუმჯობესებასთან, მკურნალობის და მოვლის პროგრამების ეფექტურ მუშაობასთან. შიდსით გამოწვეული სიკვდილობა ჩვენს ქვეყანაში ძირითადად განპირობებულია აივ გვიანი დიაგნოსტიკით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up