საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია - გენადი არველაძე

საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია - გენადი არველაძე

access_time2023-03-15 22:00:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო დაძმობილების პროექტის „საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებთან მიმართებაში“ დასკვნით კონფერენციაში, სადაც დადებითად შეფასდა პროექტის შედეგები, ასევე ყურადღება გამახვილდა სარგებელზე, რაც აღნიშნული პროექტის შედეგად საქართველოს აკრედიტაციის სისტემამ მიიღო.


გენადი არველაძის განცხადებით, ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგად კი ადგილობრივ მწარმოებლებს, შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ ან გაზარდოს საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და ამით ადგილი დაიმკვიდრონ ამ მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე.



მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი გაწევრიანდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა (ILAC) და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი (IAF). მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში გაცემული სერტიფიკატების ევროპულ და საერთაშორისო აღიარებასა და საქართველოში წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.


პროექტის დასკვნით კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთეს გერმანიის ელჩმა ერნსტ პიტერ ფიშერმა და იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, აგრეთვე თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში დომინიკ პაპენჰაიმმა და გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა ჯულიან ვებერმა.


კონფერენციის მეორე ნახევარი გაგრძელდა პანელური დისკუსიით თემაზე: „აკრედიტაციის როლი გლობალურ ვაჭრობაში“. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ხარისხის ინფრასტრუქტურის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა დაძმობილების პროექტების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისობის შეფასების ორგანოები, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები, ბიზნესასოციაციები, ანალიტიკური ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როლებიც ატარებენ კვლევებს საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up