საქართველოში ხახვის იმპორტი იზრდება, წარმოება კი მცირდება

საქართველოში ხახვის იმპორტი იზრდება, წარმოება კი მცირდება

access_time2022-05-30 06:00:26

საქართველოში იმპორტირებული ხახვის წილი 75%-მდე გაიზარდა, ხოლო ხახვის წლიური წარმოება ქვეყანაში, 2014-დან 2021 წლამდე, ანუ ბოლო 8 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 1,1 ათასი ტონით შემცირდა. ამის შესახებ EastFruit-ის ანალიტიკოსების ანგარიშში წერია.

პორტალის მონაცემებით, იმპორტი, დაახლოებით, 0,7 ათასი ტონით გაიზარდა, ექსპორტი კი მეტად დაბალია და არ იზრდება.

ბოლო 4 წლის (2018-2021წწ) განმავლობაში ხახვის წარმოება, წინა 4 წლის (2014-2017წწ) ჯამურ ოდენობასთან შედარებით, 34%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი ანალოგიური პერიოდების შედარების დროს 53%-იან ზრდას აჩვენებს. ამ პერიოდში წარმოება 19 ათასი ტონით შემცირდა, იმპორტი კი 43 ათასი ტონით გაიზარდა. იმპორტმა როგორც ადგილობრივი წარმოების შემცირება, ასევე, გაზრდილი მოთხოვნა აანაზღაურა.

აქართველოში ხახვის ორი ძირითადი მწარმოებელი რეგიონია, სადაც ახალ სეზონს, რომელიც ივნისში იწყება, არაერთგვაროვნად მოელიან. ქვემო ქართლს მთლიანი წარმოების, დაახლოებით, 35% უკავია, ხოლო შიდა ქართლში ქართლი ხახვის ნახევარი იწარმოება. EastFruit-ის ცნობით, ორივე რეგიონის ფერმერები აღნიშნავენ, რომ 2021/2022 წლების სეზონი წარმატებული არ იყო, რასაც იაფი იმპორტით გამოწვეულ დაბალ ფასებს აბრალებენ.


პოზიტიურ ცვლილებებს ქვემო ქართლში არც ახალ სეზონზე მოელიან. წარმოება, სავარაუდოდ, 2021 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება, რადგან ფერმერები აცხადებენ, რომ დათესილი ფართობი ნაკლებია. რეგიონში ბოლო წლებში ხახვის წარმოება საგრძნობლად შემცირდა, რადგან ამჟამინდელ კლიმატურ პირობებში ძვირი ჯდება, ხოლო იაფ იმპორტთან კონკურენცია სულ უფრო რთულდება.

ქვემო ქართლისგან განსხვავებით, შიდა ქართლის ფერმერები ვარაუდობენ, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მომხმარებელთა მოთხოვნის აღდგენის გამო, ახალი სეზონი ბევრად უკეთესი იქნება. EastFruit-ის ინფორმაციით, შიდა ქართლში ხახვის ფართობები გაიზარდა, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს. პორტალის ანალიტიკოსები ახალ სეზონზე შიდა ქართლში წარმოების ზოგად ზრდას, რომელიც მთლიან სურათს რადიკალურად შეცვლიდა, ნაკლებად მოელიან.

ვაჭრობის მონაცემებით, წელს იმპორტირებული ხახვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით ძვირია. ამის მიზეზად EastFruit გაზრდილ სატრანსპორტო ხარჯებსა და მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში, თურქეთში ინფლაციის ზრდას ასახელებს. პორტალის შეფასებით, უფრო ძვირი იმპორტი ქართველ ფერმერებს გარკვეულწილად დაეხმარება, თუმცა სამეწარმეო ხარჯები საქართველოშიც იზრდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართველი ფერმერების წარმატება დიდწილად მოხმარების ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up