საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 - თენგიზ ცერცვაძე

access_time2023-01-11 21:02:45

საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობის და სოციალური აქტივობების მიუხედავად საქართველოში სტაბილურად კარგი COVID ეპიდსიტუაცია შენარჩუნებულია. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, COVID კვლავ წარმატებით იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია.


ბოლო 1 თვის მონაცემებით საქართველოში COVID გარდაცვალება კვლავ შენარჩუნებულია მინიმალურ ნიშნულზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არ აღემატება დღეში 200-300 შემთხვევას. დღეში საშუალოდ კეთდება 6-7 ათასი ტესტი COVID-ზე, დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ის ფარგლებშია. ბოლო 9 თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო 1 თვის მანძილზე ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად (10-ჯერ და მეტად) ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში.



ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სიმრავლისა და კლინიკების გადატვირთვის მიუხედავად, ეს ინფექციებიც ძალიან კარგად იმართება და სეზონზე ჯერ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. მაგალითისთვის, აშშ-ში CDC-ის ოფიციალური მონაცემებით იგივე პერიოდში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 14000 შემთხვევა“, - განმარტავს ცერცვაძე.



მისივე თქმით, აშშ-ში დომინანტური ხდება ომიკრონის ახალი სუბვარიანტი XBB.1.5, რომელიც ხასიათდება ომიკრონის წინამორბედ სუბვარიანტებზე კიდევ უფრო მეტი გადამდებლობით და გარდა ამისა, შესაძლოა ეს სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არამარტო სტანდარტული ვაქცინის, არამედ ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინის მიმართაც.




„ეს იმიტომ, რომ XBB.1.5 არის BA.2-ის სუბვარიანტი მაშინ, როდესაც განახლებული ბუსტერ ვაქცინები ძირითადად გათვლილი იყო ომიკრონის BA.4 და BA.5 სუბვარიანტებზე. XBB სუბვარიანტი დაფიქსირდა ჩინეთშიც, თუმცა მისი გავრცელება არ მომხდარა და ჩინეთში კვლავ დომინირებს BA5.2 და BF.7 სუბვარიანტები. XBB.1.5-ის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა მისი გავრცელება ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 სუბვარიანტი“, წერს ცერცვაძე.



ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რამდენადაც საქართველოში სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სიხშირე მაღალია და მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების მიხედვით (ტესტირების გარეშე) COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კლინიკური გამოვლინებები, პირველივე დღეებში (სასურველია პირველივე დღეს) აუცილებლად ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე და დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.



„ამით ძალიან მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების დამძიმებას, ჰოსპიტალიზაციას და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ ბოლო თვეების მანძილზე იმ COVID ავადმყოფებში, რომლებმაც დროულად ჩაიტარეს ტესტირება და ჩვენების არსებობის შემთხვევაში დროულად დაიწყეს მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით - პაქსლოვიდით ან რემდესივირით, COVID გარდაცვალების პრაქტიკულად არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივმართავ ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ COVID-ზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, რესპირაციული ინფექციებით ავადმყოფებში ფართოდ გამოიყენონ გრიპზე ტესტირება და ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენონ სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი - ოსელტამივირი (ტამიფლუ). ეს საშუალებას მოგვცემს მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილოთ პაციენტების დამძიმება, გართულებები და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ცერცვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up