რადიო “კომერსანტზე” თავის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ლევან კობერიძემ სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე სასაუბროდ ხელოვნების კონსულტანტი ლიკა ჭკუასელი მიიწვია. რესპონდენტმა აღნიშნა, რომ კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამაში მისი პროექტის პრეზენტაცია გააკეთა.
“ეს არის ხელოვნების საჯარო ფონდი. შეთანხმებულები ვართ, რომ ამას მალე განვახორციელებთ. ნიუ იორკის მოდელია გადმოტანილი და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. შეიძლება მუზეუმში არ იაროს ადამიანმა და ზუსტად ამ ადამიანებისთვის იმუშავებს საჯარო ფონდი.
მ ფონდის მეშვეობით ხელოვნების მიტანა შესაძლებელი იქნება ყველა ადამიანთან, ეს იქნება სკვერები, მეტროები, ავტობუსის გაჩერებები, სადაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვლება ექსპოზიცია.
ასევე იქნება ყოველწლიური ფესტივალები, ქალაქის სტრატეგიული ინტერესიდან გამომდინარე ავირჩევთ უბანს, ქუჩას ან ტერიტორიას, სადაც ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში ადამიანს ექნება რუკა, რომლის დახმარებითაც მან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები უნდა აღმოაჩინოს.
Მერთან ვისაუბრეთ იმაზეც, რომ აუცილებელია შენობაც, სადაც განთავსებული იქნება პერმანენტული კოლექცია”, - აღნიშნა ლიკა ჭკუასელმა.
თაკო კვაჭანტირაძე