მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ $87 ათასის შავი ხიზილალა (ზუთხის) შეიძინა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხიზილალის იმპორტი 63%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს ხიზილალის TOP-3 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგია:
- იტალია - $38.8 ათასი
- რუსეთი - $27 ათასი
- ჩინეთი - $12.3 ათასი
რაც შეეხება ორაგულისებრთა, ანუ წითელ ხიზილალას, მიმდინარე წელს საქართველომ იმპორტში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 52%-ით მეტი, ანუ $309 ათასი გადაიხადა.
წითელი ხიზილალის TOP-3 იმპორტიორია:
- რუსეთი - $182.8 ათასი
- ბელორუსი- $90.8 ათასი
- უკრაინა - $28.7 ათასი
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"