საქართველოში ხორბლის იმპორტი 56%-ით შემცირდა - რუსეთი კი პროდუქტის ექსპორტს ისევ აძვირებს

საქართველოში ხორბლის იმპორტი 56%-ით შემცირდა - რუსეთი კი პროდუქტის ექსპორტს ისევ აძვირებს

access_time2023-01-08 21:00:19

რუსეთი, რომელიც საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორია, მარცვლეულის ექსპორტს ისევ აძვირებს. გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე მიმდინარე 4 160,9 რუბლიდან 4,766.30 რუბლამდე (57-დან 65 დოლარამდე) გაიზრდება. საექსპორტო გადასახადი, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 14,5%-ით მოიმატებს. ახალი გადასახადი 17 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, რაც ქვეყნებს მის იმპორტს უძვირებს. შესაბამისად, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, საქართველოც ცდილობს, რომ მარაგები ფქვილით შეავსოს, ამ უკანასკნელზე კი საექსპორტო გადასახადი რუსეთს დღემდე დაწესებული არ აქვს. სწორედ რუსული აგრო-ეეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზეზია ის, რომ საქართველოშო ხორბლის იმპორტი მცირდება, ფქვილის კი იზრდება.


კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად, თითქმის 56%-ით შემცირდა. 2022 წლის იანვარ - ნოემბერში საქართველომ 55.4 მლნ აშშ დოლარის 155 704 ტონა ხორბალი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 88.7 მლნ აშშ დოლარის 352 719 ტონა.

ტრადიციულად მთავარი იმპორტიორი რუსეთია. სულ კი, საქართველომ პროდუქტი 8 ქვეყნისგან იყიდა:


რუსეთი - 52.3 მლნ აშშ დოლარის 145 776 ტონა

ყაზახეთი - 1.2 მლნ აშშ დოლარის 3 703 ტონა


უკრაინა - 978.8 ათასი აშშ დოლარის 2 500 ტონა

სომხეთი - 714.6 ათასი აშშ დოლარის 3 569 ტონა

ავსტრია - 80.9 ათასი აშშ დოლარის 66.2 ტონა

გერმანია - 50.8 ათასი აშშ დოლარის 36.4 ტონა

თურქეთი - 46.7 ათასი აშშ დოლარის 53.5 ტონა

საფრანგეთი - 0.19 ათასი აშშ დოლარის 0.15 ტონა


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up