ეკონომიკა არ მუშაობს - ყველა ძირითად ენერგორესურსზე მოთხოვნა შემცირდა

ეკონომიკა არ მუშაობს - ყველა ძირითად ენერგორესურსზე მოთხოვნა შემცირდა

access_time2021-04-03 10:00:57

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიასთან ერთად ბუნებრივი აირის, და ქვანახშირისა და ნავთოპროდუქტების მოხმარებაც შემცირდა. მკაცრი რეგულაციების მიუხედავად მცირე 1%-ზე დაბალი ზრდა საწვავის - ბენზინისა და დიზელის მიმართულებით დაფიქსირდა, რაც ნავთოპროდუქტების მხოლოდ ნაწილია.


ყველაზე მეტად 4.8%-ით ვარდნა ელექტროენერგიის სექტორში დაფიქსირდა. თუ 2019 წელს ქვეყნის ჯამური მოხმარება 12.768 მლრდ კვტ/სთ იყო, 2020 წელს ის 12.157 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ვარდნა უფრო დიდი -8.7% იქნებოდა, რომ არა ბიტკოინის ფასის მატების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში მოთხოვნის 24%-ით გაზრდა. მოხმარებასთან ერთად არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, რამაც მდინარეების ჩამონადენი შეამცირა, 5.9%-ით 11.857 მლრდ კვტ/სთ-დან 11.160 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა ელექტროენერგიის გენერაციაც.


ბუნებრივი გაზის სექტორში ადგილობრივი წარმოების გაზი მიზერულია, მოთხოვნის 0.33%. 2020 წელს მისი მოპოვება 8.9-დან 8.2 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა. მოხმარებაში კი 0.7%-იანი კლება დაფიქსირდა. 2019 წელს საქართველომ 2.548 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, 2020 წელს - 2.530 მლრდ კუბური მეტრი. კლებაში გადამწყვეტი როლი თბოსადგურებმა ითამაშეს, რომელთა მოხმარებაც  9%-ით 665 მლნ კუბური მეტრიდან 604 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა. თბოსადგურების გამორიცხვით ზრდა 2.3% იქნებოდა.


ბუნებრივი გაზის მსგავსად ქვეყანა ნავთობის მხრივაც სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ძალიან მცირე მოცულობის ნედლეული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ექსპორტზე გადის. 2020 წელს ადგილობრივმა მოპოვებამ 35.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11.6%-ით მეტია.


ნავთობზე გლობალურმა ფასების ვარდნამ 2020 წელს საქართვლოს იმპორტი $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შეამცირა. იმავე პერიოდში კარანტინის მიუხედავად მოხმარება არ შემცირებულა, პირიქით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა კიდეც. ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა. თუმცა ჯამური ნავთოპროდუქტების მოხმარება, რომელშიც ბენზინთან და დიზელთან ერთად საავაიაციო ნავთი და ნავთობის ბიტუმიც შედის 11.8%-ით 1.448 მლნ ტონიდან 1.277 მლნ ტონამდე შემცირდა.



კიდევ ერთი ენერგოპროდუქტის ნახშირის წარმოება პროცენტულად მკვეთრად - 523%-ით 99 ათას ტონამდე გაიზარდა, მოხმარება კი 5.7%-ით 361 ათას ტონამდე შემცირდა.


საქსტატს 2020 წლის კონსოლიდირებული ენერგობალანსი ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2019 წლის ბალანსით კი ირკვევა რომ ყველა სახის ენერგიის წარმოება 2018 წელთან შედარებით 12.7%-ით 52 392 ტერაჯოულიდან 45 731 ტერაჯოულამდე იყო შემცირებული, მოხმარება კი პირიქით 5.8%-ით 213 583 ტერაჯოულამდე იყო გაზრდილი.


უფრო მარტივი ენით თუ ვიტყვით, საქართველომ 2018 წელს 1.251 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტი ენერგია აწარმოა და 4.820 მლნ ტონა მოიხმარა, 2019 წელს კი წარმოება 1.092 მლნ ტონამდე შემცირდა, მაშინ როცა მოხმარება 5.101 მლნ ტონამდე გაიზარდა. თუ 2018 წელს მოხმარება წარმოებას 285%-ით, პირობითად 3.569 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტით აღემატებოდა, 2019 წელს დეფიციტი 367%-მდე, პირობითად 4.009 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტამდე გაიზარდა.


თუ უფრო ძველ მონაცემებს განვიხილავთ, მაგალითად 2014 წლის სტატსტიკას, აღმოვაჩენთ, რომ წარმოება უფრო მაღალი იყო - 1.428 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტი. მოხმარება კი ბევრად ნაკლები - 4.146 მლნ ტონა.


ბოლო წლებში, 2020-ის გამოკლებით, ენერგომოხმარება სტაბილურად იზრდება, წარმოება კი ან მცირდება, ან ზრდის ტემპი მოხმარებისას ჩამორჩება. ენერგოდეფიციტი და მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება სტაბილურად იზრდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up