საქართველოშიც ახალი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი  ფუძნდება

საქართველოშიც ახალი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი ფუძნდება

access_time2022-12-26 16:50:22

საქართველოშიც ახალი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი  ფუძნდება, რომელიც ფუნქციონირებას 2023 წლიდან დაიწყებს. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით,  თავდაპირველად ფონდის მოცულობა დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იქნება.


„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცა თანხმობა და ახალ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას, რაც არის პირველი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფოც შევა. ჩვენ ასეთი გეგმა გვქონდა სხვა ამერიკულ ფონდთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა კომპანია 500 startups, რომელიც საქართველოში წლებია წარმატებით საქმიანობს. ეს კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური სექტორის მიმართულებით აქსელერატორი, რომელიც ჩვენს სააგენტოსთან წარმატებით მუშაობს. აღნიშნული კომპანია საქართველოში აფუძნებს ახალ ფონდს, რომელიც იქნება ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული. ასევე მას ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის რეგულირების და კონტროლის ვალდებულება გააჩნია. ამაში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად და საქართველოში ჩვენ დავინახეთ, რომ ბიზნესი ინოვაციების, სტარტაპების და ტექნოლოგიების ზოგად წახალისებასთან მიმართულებით საკმაოდ არის დაინტერესებული. საქართველოში პირველი ასეთი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ჩამოყალიბდა და საქართველოს სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი უშუალოდ GITA-ს სახით.



ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც სტარტაპ ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული ინსტიტუციური საშუალება უჩნდება.


გარდა იმისა, რომ ჩვენ აქსელერაციის ბაზაზე ამ კომპანიების ვეხმარებით ხოლმე და ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა ხდება, რაში მონაწილეობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის „500 startups”, რომელიც, როგორც გითხარით, გამორჩეული აქსელერატორია, წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში და საქართველოშიც ფუძნდება ახალი საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ ფონდში რამდენიმე პარტნიორი გვეყოლება უშუალოდ „500 startups”-თან ერთად, რომელიც ფონდის დაფუძნების ინიციატორია. აქ ასევე იქნება „საქართველოს ბანკი“, რამდენიმე სხვა კერძო ინვესტორი და პირველი თანხების მობილიზება 2023 წელს მოხდება“ - განაცხადა დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up