საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება გაუმართლებელია - „ქართული ოცნების“ პასუხი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს

საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება გაუმართლებელია - „ქართული ოცნების“ პასუხი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს

access_time2022-03-27 14:42:59

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უპასუხეს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის მოწოდებას, დნესტრისპირეთმა და საქართველომ დაიწყონ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.


სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ საქართველო არასდროს გადაუხვევს სამშვიდობო პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლებაში მოქმედ მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ ქვეყნის „ომში ჩათრევას.


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს, რომ გარკვეული სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად“.

ირაკლი ბერაიას შეფასებით, ამის გაჟღერება უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, ქართული მხარისთუს  მიუღებელი და შოკისმომგვრელია.



უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მიხეილ სარჯველაძემაც, რომლის განმარტებით,  ახლა საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას არ აქვს არავითარი გამართლება და მიზეზი. სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ამის უკან „ნაციონალურ მოძრაობა“ დგას.

"ამ შემთხვევაში, გაშიშვლდა რეალური მოტივაცია გარკვეული უკმაყოფილებებისა, რომელიც ისმოდა და უკავშირდებოდა საქართველოს. ვგულისხმობ იმას, რომ რეალური მიზეზი უკმაყოფილებებისა, არა სანქციები და განცხადებები იყო, არამედ, როგორც ჩანს, მოტივაცია სწორედ ამას უკავშირდებოდა, იქნებ რამენაირად საქართველო ჩაერთოს სამხედრო ავანტიურაში და შესაბამისად, ამ გზით თითქოსდა, რაიმე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას. სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არავითარ დახმარებას არ გამოიწვევს ეს უკრაინისთვის და უბრალოდ, არასწორია. მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მგონია, რომ არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს ახლა საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას, რომელსაც ყველაფერი შეგვიძლია დავარქვათ, გარდა ერთისა, ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში - ეს შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ. დიახ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამწუხაროდ, ჰქონდა მოტივაცია, რომ საქართველოში გაჩაღდეს ომი. ამისთვის მუშაობდნენ, ამისთვის იღვწოდნენ და სამწუხაროდ, ამას მხარდამჭერები ჰყავდა სწორედ უკრაინის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს. რეალურად, არავითარი შედგების, არავითარი დახმარების, არავითარი შეღავათის მომტანი, ეს უკრაინისთვის არ იქნება“, - აცხადებს სარჯველაძე.


უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადება შეაფასა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმაც. მისი აზრით, არის პირდაპირი მოწოდება, საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომში და იმ უბედურებაში, რასაც ახლა პუტინის რუსეთი ატრიალებს უკრაინის ტერიტორიაზე.

ცაგარეიშვილის თქმით, ამან ცხადად ხილული გახადა მცდელობა, როგორმე ე.წ. მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში.

„რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გასაკვირი განცხადებაა, მით უმეტეს პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, ადამიანის მხრიდან, რომელიც ანგარიშს უნდა უწევდეს ყოველ თავის ნათქვამს, მოსაზრებას, განსაკუთრებით ანგარიშს უნდა უწევდეს ამ მოსაზრებებს, რომელიც გამოთქმულია მის მიერ პარტნიორი ქვეყნის მიმართ, იმგვარი მეგობარი ქვეყნის მიმართ, როგორიც დღეს საქართველოა უკრაინისთვის. ამან ერთგვარად ხილული გახადა მცდელობა ძალიან ბევრი ადამიანისა თუ პოლიტიკური ორგანიზაციისა, მათ შორის საქართველოში, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ამ კონფლიქტში და ე.წ. მეორე ფრონტი, როგორც ბატონმა დანილოვმა აღნიშნა, როგორმე გაიხსნას საქართველოში“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up