2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 24.7 პროცენტით).
იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია:
- სომხეთი (216.9 მლნ. აშშ დოლარი),
- აზერბაიჯანი (180.7 მლნ. აშშ დოლარი),
- რუსეთი (176.9 მლნ. აშშ დოლარი).