„საქმე გვაქვს  რუსების მიერ უკრაინაში არამხოლოდ ფიზიკური იარაღის გამოყენებასთან არამედ კიბერ ომის  სერიოზულ ფაქტებთანაც“ - ლევან ბოძაშვილი

„საქმე გვაქვს რუსების მიერ უკრაინაში არამხოლოდ ფიზიკური იარაღის გამოყენებასთან არამედ კიბერ ომის სერიოზულ ფაქტებთანაც“ - ლევან ბოძაშვილი

access_time2023-01-22 16:00:57


აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა



თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინე ჟან-პიერი ტვიტერზე  წერდა, რომ კიბერთავდასხმაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. 



იმავე დღესვე ტრანსპორტის მდივანმა პიტ ბუტიგიგმა cnn - თან ინტერვიუში თქვა, რომ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ შეფერხება კიბერშეტევას უკავშირდება  არ არსებობდა, თუმცა მან დასძინა, რომ კიბერშეტევას არც გამორიცხავდა.  



2023 წლის 11 იანვრის საღამოს, ოფიციალურმა პირებმა აღმოაჩინეს პრობლემა კომპიუტერულ ფაილებთან დაკავშირებით. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ”FAA აგრძელებს გამოძიებას თუ რამ გამოიწვია საჰაერო მისიის შეტყობინებების სისტემის (NOTAM) ხარვეზი. 



„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია NOTAM-ის გათიშვისა და ფრენების შეფერხების მიზეზების შესახებ არ გვაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და ამ ისტორიის განახლებას, როგორც მეტი გავიგებთ“



საკითხს „კომერსანტთან“ ხელოვნური ინტელექტის, ახალი ტექნოლოგიების და Blockchain სამართლის სპეციალისტი ლევან ბოძაშვილი აფასებს . მისი თქმით 11 იანვარს აშშ ავიაციაზე კიბერშეტევის შედეგად სისტემა გაითიშა, ჰაკერებმა კი 500 მილიონი ბიტკოინი მოითხოვეს, მისივე  თქმით აშშ-ს  მთავრობა იძულებული იყო, რომ ეს 500 მილიონი ბიტკონი გადაეხადა.




„ეს საკითხი არ გასაჯაროებულა, თუმცა მიუხედავად  იმისა, რომ ავიაციის  დეპარტამენტმა და ფედერალურმა სამსახურმა  გამოძიება დაიწყო, ორ დღეში ბიტკოინის ფასი 6000 დოლარით გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქსელიდან ამ რაოდენობის ბიტკოინი გავიდა.


ასევე აღსანიშნავია, რომ რუსებმა ბულგარეთის სამთავრობო სისტემებზე განახორციელეს კიბერ შეტევა, რასაც ბულგარეთის მთავრობა ოფიციალურად ამბობს.  FDA ფიქრობს, რომ საავიაციო სისტემებზე მიტანილი შეტევაც, რუსების მხრიდან არის წამოსული“, -  აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა. 



ბოძაშვილი განმარტავს, რომ დიდი რაოდენობის ბიტკოინის ქსელიდან გატანა ბიტკოინის ფასს  ზრდის, შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში თანხის მიმოქცევა  სანქციების გამო გაპრბლემებურია  კრიპტოვალუტა რუსებისთვის თანხების მოძრაობის ერთადერთი საშუალება გახდა.



„ამ ჰაკერული შეტევის მიზნად მიმაჩნია ბიტკოინის ფასის რუსული ინტერესების შესაბამისად  გაზრდა. ამჟამად საქმე გვაქვს  რუსების მიერ უკრაინაში არამხოლოდ ფიზიკური იარაღის გამოყენებასთან არამედ კიბერ ომის  სერიოზულ ფაქტებთანაც და ამაში ჩართულია კრიპტოვალუტა. ისინი ცდილობენ, რომ ისინი  ცდილობენ  ბიტკოინის  ფასი  აწიონ, რომ  ის  თანხები  რაც რუსეთში  მოძრაობს რაღაცნაირად   თავიანთი  სანქცირებული და ჩამოქცეული ეკონომიკა გააცოცხლონ.  მე ვთვლი  რომ ეს კიბერშეტევები გავრცელდება  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც, რადგან რუსეთს სამხედრო  მანქანების  დაფინანსების  გზები  ამოწურული  აქვს“, - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up