„საქნახშირი“ ისევ ზარალზეა - ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიის დაგროვილი ზარალი 106 მლნ ლარს აჭარბებს

„საქნახშირი“ ისევ ზარალზეა - ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიის დაგროვილი ზარალი 106 მლნ ლარს აჭარბებს

access_time2022-10-24 10:00:41

საქართველოში ნახშირის ერთადერთმა მწარმოებელმა „საქნახშირმა“ 2021 წელი 8.62 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. უფრო დიდზარალიანი იყო კომპანიისთვის 2020 წელი, ორი წლის წინ „საქნახშირმა“ 26.59 მილიონი ლარი იზარალა.


გასულ წელს კომპანიას შემოსავალი 12.8 მილიონი ლარით, 25.7 მილიონამდე გაიზარდა. კომპანიაში 1200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ხელფასებზეც 2021 წელს 21,23 მილიონი ლარი დაიხარჯა.


„საქნახშირის” აქტივები შეადგენს 13 მილიონ ლარს, ხოლო კომპანიის კაპიტალი შეადგენს - 84 მილიონ ლარს, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი 106 მილიონიან ზარალის შედეგია. კომპანიის მთლიანი ვალდებულებები 97.6 მილიონ ლარია.



„2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები (70,298,465 ლარი) მნიშვნელოვნად აჭარბებს მოკლევადიან აქტივებს (10,353,638 ლარი), დაგროვილი ზარალი კი შეადგენს 106,091,674 ლარს. ამ გარემოებების გამო, კომპანიას ექმნება სერიოზული ლიკვიდურობისა და საოპერაციო რისკების პრობლემა, რაც იწვევს მნიშვნელოვან გაურკვევლობას და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, გააგრძელოს საქმიანობა, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ, რის გამოც კომპანიამ შეიძლება ვერ შეძლოს აქტივების რეალიზაცია და ვალდებულებების დაფარვა ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში“,  აღნიშნულია ანგარიშებში.


შპს “საქნახშირი“ დაფუძნდა 2006 წლის 27 აპრილს. კომპანიას 2019 წლის 27 სექტემბერს შეეცვალა მფლობელი (ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) და კაპიტალის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს კომპანიის შპს საქნახშირის 100%-იანი წილის მფლობელს 2021 და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელია გიორგი ჭელიძე. კომპანია მდებარეობს ქალაქ ტყიბულში და მისის ძირითადი საქმიანობაა ნახშირის მოპოვება, გადამუშავება (გამდიდრება) და რეალიზაცია.




თეგები:
საქნახშირი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up