საქპატენტი: „ნინოწმინდის თაფლს“, „ბოლნისს“, „სალხინოს ოჯალეშს“ და კიდევ სამ გეოგრაფიულ აღნიშვნას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლოა მომავალში დაცვა მიენიჭოს

საქპატენტი: „ნინოწმინდის თაფლს“, „ბოლნისს“, „სალხინოს ოჯალეშს“ და კიდევ სამ გეოგრაფიულ აღნიშვნას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლოა მომავალში დაცვა მიენიჭოს

access_time2021-11-19 22:00:00

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.



„ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქპატენტისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.



საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან განიხილა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან და დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ექვსი ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის, კერძოდ, ღვინის ხუთი ქართული დასახელების - „სალხინოს ოჯალეშის“, „წარაფის“, „ახმეტას“ (ახმეტის მწვანე), „ახოების“, „ბოლნისის“ და ასევე, „ნინოწმინდის თაფლის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლო დაცვის მინიჭების საკითხი, ამჟამად ევროკავშირში მიმდინარე შიდა პროცედურების სტატუსი.




შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, წარმოადგინეს ინფორმაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან, დაცვასა და აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირსა და საქართველოში ახალ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული შიდა პროცედურების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის შესახებ საკანონმდებლო და სტრატეგიული მიმართულებების სიახლეები.



საუბარი შეეხო, ესტონურ ბაზარზე ევროკავშირის მხრიდან ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“უფლებების ეფექტიანად აღსრულების საკითხს, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. შეხვედრაზე ქვეკომიტეტის წევრებს გააცნეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - TWINNING პროექტის შედეგები, რომლის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება და მიღებული ცოდნა არსებითად დაეხმარება საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებას. გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტიზის ინსტრუმენტის „GI View“-ს ბაზაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების წარმატებით ინტეგრაციის შესახებ.



ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი შექმნილია ასოცირების შეთანხმების 179-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც მონიტორინგს უწევს შეთანხმების განხორციელებას გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში და ასრულებს თანამშრომლობისა და დიალოგის ფორუმის ფუნქციას გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
საქპატენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up