საქპატენტმა ღვინოს „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა ღვინოს „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

access_time2022-12-12 14:20:17

საქპატენტმა ღვინოს „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ღვინის „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაციაზე მუშაობა 2022 წლის 13 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქპატენტს აღნიშნული მოთხოვნით „ეთნო ოკამმა“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობამ მიმართა.


„ოკამი“ თეთრი ან წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონაში, შიდა ქართლის მევენახეობის ზონის ცენტრალურ ნაწილში მოწეული ყურძნის ჯიშებიდან -„ოკამი“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ჩინურის და/ან გორული მწვანეს ჯიშის ყურძნიდან, ხოლო „ოკამი“ წითელი მხოლოდ შავკაპიტოს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. პროდუქტის დამზადების მთლიანი ციკლი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონის საზღვრებში, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის 17 სოფელს მოიცავს. ეს მიკროზონა გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული ჰავითა და ხელსაყრელი ნიადაგების სტრუქტურით, რაც განაპირობებს ღვინის განსაკუთრებულ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ღვინოების დაყენების ადგილობრივი მეთოდების დახვეწასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ივანე მუხრანბატონს, რომელმაც მე 19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. უკვე 1965 წელს კი, თენგიზ კეკელიძის ხელმძღვანელობით, ოკამის ღვინის ქარხანა გაიხსნა.



ამ დროისათვის, „ოკამთან“ ერთად, საქპატენტის მიერ სულ რეგისტრირებულია საქართველოში დაცული 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება, რომელთა შორისაა ღვინის 28 ადგილწარმოშობის დასახელება. საქპატენტი უახლოეს მომავალში, საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განაცხადს გააკეთებს ადგილწარმოშობის დასახელების „ოკამი“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით. განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე, ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან. საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე განახორციელებს შესაბამის ზომებს, უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე.


განსაკუთრებული ქართული პროდუქტებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას საქართველოში საქპატენტი ახორციელებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up