საქსტატი: 2021 წლის III კვარტალში საქართველოში 157 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

საქსტატი: 2021 წლის III კვარტალში საქართველოში 157 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

access_time2021-11-17 17:20:00

2021 წლის III კვარტალში საქართველოში 108 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.4 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 17.6 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 13.0 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 13.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 25.0 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული: ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.



გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 81.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.0 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.7 პროცენტი - ღორი, ხოლო 10.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 15.0 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 691.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.7 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 23.4 პროცენტი - ღორის ხორცზე, 1.3 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.5 ათას პირს, საიდანაც 31.2 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 976 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 30.4 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 26.6 ლარი.



2021 წლის III კვარტალში საქართველოში 157 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (57.3 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (14.6 პროცენტი), ქ. თბილისში (8.3 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.7 პროცენტი), აჭარის ა.რ.- ში (5.1 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.8 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (2.5 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.3 პროცენტი) და გურიის რეგიონში (1.3 პროცენტი):




2021 წლის III კვარტალში მომსახურება გაეწია 364 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 252 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 404 კაცით განისაზღვრა. 2021 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 62.2 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 51.2 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 30.5 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 9.6 პროცენტი ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 5.3 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:



2021 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 11.9 პროცენტს საკუთარი წარმოების პროდუქცია, 12.4 პროცენტს შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქციის მოცულობა, ხოლო 75.7 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.5 მლნ. ლარი შეადგინა. 2021 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 62.9 მლნ. ლარის ღირებულების (12.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 31.8 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 40.0 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 28.2 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 84.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (42.8 პროცენტი), თევზეული (25.1 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (23.0 პროცენტი) წარმოადგენდა. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 8.7 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 63.6 პროცენტს, აგვისტოში - 60.6 პროცენტს, ხოლო სექტემბერში - 53.6 პროცენტს.



2021 წლის III კვარტალში საქართველოში 50 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (48.0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 22.0 პროცენტი ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 14.0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.0 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 4.0 პროცენტი - ქ. თბილისში, 2.0 პროცენტი იმერეთის რეგიონში და 2.0 პროცენტი გურიის რეგიონში:



2021 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 20 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 140 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 732 კაცით განისაზღვრა. 2021 წლის III კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 106.3 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 83.0 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 89.9 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. 2021 წლის III კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 69.5 მლნ. ლარის ღირებულების 70.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 75.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 80.5 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 40.2 პროცენტს, აგვისტოში - 39.8 პროცენტს, ხოლო სექტემბერში - 36.6 პროცენტს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up