საქსტატი: გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი

საქსტატი: გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი

access_time2021-09-15 23:00:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


გამოკვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. დაგეგმილია გამოკვლევის რამდენიმე ტალღის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მიიღება სხვადასხვა სახის ინფორმაცია COVID-19-ის პანდემიის დროს ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობის შესახებ.


გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 031 ერთეულით.


მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).


გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პირველი და მეორე ტალღის კითხვარების ადაპტაცია, ტესტირება, საველე პერსონალის ტრენინგები და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევები.


გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალიმარტის პერიოდში.


გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში - 87.6 პროცენტი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 86.6 პროცენტი.




გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (უფასოდ ხელმისაწვდომი და მთავრობის მიერ აღიარებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური) რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის - თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება.


დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 30.1 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში 27.0 პროცენტი გაიკეთებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას. სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად განსხვავებულია. კაცების 39.2 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა მხოლოდ 24.4 პროცენტია.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტების მიერ სახელდება: ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%), სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%), გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი (36.5%), ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%), COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%), ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%), COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის გაზვიადება (4.7%), მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%), მოსაზრება, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება (2.6%), სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების არარსებობა (2.5%), ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ (1.5%), მოსაზრება, რომ მორწმუნეები დაცულები არიან/ ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს (1.0%).


გამოკვლევის თანახმად, იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისთვისაც ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთებს ვაქცინას და იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისაც არ გადაუწყვეტია, ნაკლებად მოსალოდნელია ან თითქმის გამორიცხულია, რომ გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ერთმანეთისგან განსხვავდება ვაქცინის გაკეთების მთავარი მოტივების მიხედვით. რესპონდენტებს შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიკეთებს ვაქცინას, 59.6 პროცენტისთვის მთავარი მოტივი არის საკუთარი თავის დაცვა, 16.3 პროცენტისთვის კი - ხანდაზმული ადამიანების დაცვა. იმ რესპონდენტებს შორის, ვისაც არ გადაუწყვეტია ან არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას, 40.2 პროცენტისთვის მთავარი მოტივი იქნებოდა საკუთარი თავის დაცვა, 11.8 პროცენტისთვის - ხანდაზმული ადამიანების დაცვა, ხოლო 21.9 პროცენტი აცხადებს, რომ არაფერს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.


გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სჭირდებათ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: რამდენად უსაფრთხოა (81.3%), გვერდითი მოვლენები (56.4%), რამდენად ეფექტურია (55.5%), როგორ მოქმედებენ სხეულში (31.7%), როგორ შეიქმნა (21.4%), რომელი ვაქცინები გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში (9.5%).


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს.


გამოკვლევა ასევე ითვალისწინებდა COVID-19-ის გავლენის შეფასებას ბავშვთა ადრეულ განვითარებასა და დისტანციურ სწავლებაზე. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად შინამეურნეობის ზრდასრული წევრები გამოკითხვამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განათლებას და სკოლისთვის მზაობას. ასეთ აქტივობებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნივთების დასახელება, დათვლა ან ხატვა (99.3%), თამაში (99.2%), ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა ან დათვალიერება (94.1%), ზღაპრების მოყოლა (91.7%), გარეთ სასეირნოდ გაყვანა (91.5%), სიმღერა (79.3%).


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს დისტანციურად 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული და გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახში, შეადგენს 78.7 პროცენტს, მათი პროცენტული წილი, ვინც სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა 11.2 პროცენტია, კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 8.7 პროცენტი, ხოლო გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდა 1.4 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ საქალაქო ტიპის დასახლებებში უფრო მეტად გავრცელებულია სწავლების დისტანციური ფორმა სასოფლო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 16.5% და 3.0%). საკლასო ოთახში სწავლების ფორმის უფრო მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება სასოფლო ტიპის დასახლებებში, საქალაქო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 94.3% და 68.6%).


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 96.0 პროცენტით განისაზღვრა 6-17 წლის ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს, 3.5 პროცენტი კი არ ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს, მაგრამ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 77.4 პროცენტი კმაყოფილია შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით. აღნიშნული მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით უფრო მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის, სქესის მიხედვით - იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბიჭის დისტანციური სწავლება, ხოლო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით - იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-11 წლის ასაკის ბავშვის დისტანციური სწავლება.


გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება (95.8%), სწავლების დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 1.5 პროცენტი, ხოლო 2.7 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება.




თეგები:
საქსტატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up