საქსტატმა 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რეგიონული კოორდინატორებსა და მუნიციპალური ზედამხედველებს უტარდებათ ტრენინგი.
2023 წელს საქსტატი გეგმავს საქართველოს 47 თვითმმართველ ერთეულსა და ქალაქ თბილისში შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას და ციფრული კარტოგრაფიის განახლებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად და დაიწყება მარტის ბოლოს და გასტანს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით.