სარა ებოტი: „ქართული ღვინო სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს“  IWSC-ის  ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა

სარა ებოტი: „ქართული ღვინო სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს“ IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა

access_time2022-10-24 10:30:05

„საქართველოს პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე, ქართულმა ღვინომ ჩამოსვლისთანავე დაიპყრო ჩემი გული, რადგან ის სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. წლებია ვაკვირდები, რომ ქართული ღვინის ხარისხი და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მე ბრიტანეთში ვახდენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინვესტიცია ბრიტანეთში, რამაც 10-ჯერ გაზარდა ქართული ღვინის ექპორტის რაოდენობა. სააგენტო აძლევს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციის შანსს,” - აღნიშნა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ IWSC Wine Judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე.


IWSC კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა. კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.



„კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ, ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია,“ - კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოების განსაკუთრებულობაზე საუბრობს სარა ებოტი.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, რომელსაცსწორედ ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი,დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია დაღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.




მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს - იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილიღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას. კონკურსს ჰყავს გამარჯვებულები, თუმცა ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩა, რადგან ჟიურის წევრებისგან ყველა მონაწილეს ინდივიდუალური შეფასებები ელის.


„და თუ კონკურსის მონაწილეებმა ვერ მიაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ სურდათ, არ გაიტეხოთ გული, რადგან კონკურსები აუმჯობესებს ღვინის საბოლოო შედეგს და სამომავლოდ, ყველაფერი უფრო დახვეწილი და გასაკუთრებული იქნება. თქვენი ძალა ერთიანობასა და მრავალფერვნებაშია. გააგრძელეთ მუშაობა თქვენს კოლეგებთან ერთად, რადგან თქვენ ახლა იწყებთ, იმის ჩვენებას, თუ რა შეგიძლიათ თქვენ და თქვენს რეგიონს,“ - ასე მიმართა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ქართველ მეღვინეებს და მათ წარმატებები უსურვა.



საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნულისააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.




(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up