„სარაჯიშვილის“ გაყიდვები 26%-ით შემცირდა - მოგება 1.6-ჯერ

„სარაჯიშვილის“ გაყიდვები 26%-ით შემცირდა - მოგება 1.6-ჯერ

access_time2023-01-23 16:00:36

საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა სს „სარაჯიშვილმა“ 2022 წლის პირველი ნახევარში - 8.6 მლნ ლარის საერთო მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 3.7 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად საანგარიშო პერიოდში საერთო მოგების მარჟა 53%, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 23% დაფიქსირდა. 2021 წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება 1.6-ჯერ, ხოლო საერთო მოგება 1.3-ჯერ შემცირდა.


2022 წელს 6 თვეში სს სარაჯიშვილის და შვილობილი კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებამ 16,2 მლნ. ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 26%-ით ჩამორჩება 2021 წლის 6 თვის გაყიდვებს. 2018 და 2019 წლებში შემოსავლები პროდუქციის რეალიზაციიდან დინამიურად იზრდებოდა, ხოლო 2020 წელს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით მოხდა რეალიზაციის შემცირება. 2021 წელს COVID-19 პანდემიის უარყოფითი ეფექტის შესუსტების შედეგად მოხდა შემოსავლების მცირედით ზრდა.


2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ჯგუფის გაყიდვებში 33% ადგილობრივ, ხოლო 67% საექსპორტო ბაზრებს ეკავა. საანგარიშო პერიოდში ჯგუფის პროდუქცია 16 საექსპორტო ქვეყანაში იყო წარმოდგენილი. 2022 წლის 6 თვეში ოთხი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო: ბელარუსი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ამ ქვეყნების საერთო წილმა ექსპორტის 92% შეადგინა.



მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „სს სარაჯიშვილი და შვილობილი კომპანიების შემოსავლების 84%-ზე მეტი საექსპორტო ბაზრებზე მოდის, სადაც დიდი წილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უკავიათ. ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო მდგრადი. ადგილი ქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მკვეთრ ცვლილებებს, ეროვნული ვალუტების დევალვაციას, ინფლაციას, უმუშევრობის დონის მერყეობას და ა.შ. მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მკვეთრად აისახება ს.ს. სარაჯიშვილის და მის შვილობილ კომპანიის გაყიდვების დინამიკაზე. ამ გარე ფაქტორის თავიდან ასაცილებლად კომპანია მუდმივად მუშაობს დივერსიფიცირების მიმართულებით, რაც ახალი, ურთიერთდამოუკიდებელი ბაზრების მოძიებაში მდგომარეობს“.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up