ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

access_time2022-10-25 12:00:00

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან არსებული გზაჯვარედინი ჩაიკეტება, რის გამოც, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სქემა შეიცვლება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.



„აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით:



მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი - ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება.




მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:



ავტობუსები - N305, N309, N325, N333, N393 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, გულიას, გულუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მეტეხის ხიდის გავლით, მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან და ბარათაშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.



რაც შეეხება N337 ავტობუსს, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ნავთლუღის ქუჩაზე გადაადგილდება და ბარათაშვილის ქუჩისკენ ჰოლბრუკის, გულიას, გულუას ქუჩებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მეტეხის ხიდის საშუალებით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადავა და დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენას სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, შემდეგ გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, ვაჟა ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების საშუალებით კი, ლეხ კაჩინსკის ქუჩისკენ გადაადგილდება, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს.



მიკროავტობუსები - N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის, კასპის, ძმები ყურაშვილების, წინანდლისა და ახმეტის ქუჩების გავლით თელავის ქუჩამდე, რის შემდეგაც, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების საშუალებით, მოხვდებიან ავლაბრის მოედანზე და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგური „ისნის“ მიმართულებით მოძრაობისას, ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადავლენ თელავის ქუჩაზე, წურწუმიასა და ზურაბაშვილის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, რის შემდეგაც, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩებით კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირზე მოხვდებიან“ – ნათქვამია განცხადებაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up