სარეიტინგო კომპანიების მოლოდინები ოპტიმისტურია და ხშირად ცდომილება 1.5%-ია - სპეციალისტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე

სარეიტინგო კომპანიების მოლოდინები ოპტიმისტურია და ხშირად ცდომილება 1.5%-ია - სპეციალისტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე

access_time2022-09-05 14:00:14

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-დან 8%-მდე გაზარდა. სააგენტოს ინფორმაციით, ზრდის მიზეზი ომის შედეგად ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებაა, რაც ტურიზმის აღდგენას უზრუნველყოფს. 2023 და 2024 წლების პროგნოზი კი, შესაბამისად, 3% და 4.5%-ია.


სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ერთი თვის წინ გაკეთებული შეფასებით, წელს საქართველოში ძლიერი შიდა და საგარეო მოთხოვნის, ასევე გაზრდილი ტურიზმისა და ქვეყანაში შემოსული ათასობით მიგრანტის ფულადი გზავნილის გამო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება. ორგანიზაციის პროგნოზით, 2022 წლის ზრდა, სავარაუდოდ, 10.9% იქნება. ამასთან, ზრდა 2023 წლისთვის 5.3%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 4.7%-მდე უნდა შემცირდეს.


ეკონომისტი აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სარეიტინგო კომპანიების პროგნოზი ხშირ შემთხვევაში ოპტიმისტურია და 1.5%-ის ფარგლებშია ცდომილება.


„სარეიტინგო კომპანიები უყურებენ გრძელვადიან ტრენდს და მიმდინარე პროცესებს ეკონომიკაში, თუმცა დღევანდელ დღეს პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან მაღალია და რთულია იმაზე საუბარი თუ რამდენით გაიზრდება ქვეყნის მშპ. ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტრენდი მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის რუსეთის ფაქტორზე, რადგან მოთხოვნა ძირითადად ხდება რუსეთის მოქალაქეებისგან, ამიტომ ჩვენ არ ვიცით მაგალითად რამდენი აქვთ მათ დარჩენილი შემოსავალი, როგორ წავა რუსეთში მდგომარეობა, ამდენად რაიმეს პროგნოზირება რთულია, ასევეა სარეიტინგო კომპანიების შემთხვევაშიც. როდესაც ასეთი ორგანიზაციები აქვეყნებენ პროგნოზებს, ისინი ძირითადად ოპტიმისტურია და 1%-1.5%-შია ხოლმე ცდომილება“,  ამბობს აკაკი ცომაია.



ანალიტიკოსი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელიაც „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სარეიტინგო კომპანიის პროგნოზი გადაჭარბებულია.


„მოლოდინი გადაჭარბებულია. ზოგადად ყველასთვის ცნობილია, რომ სარეიტინგო კომპანიებს პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს ზოგ შემთხვევაში. თუმცა, ეკონომიკური ზრდა რამდენიც არ უნდა იყოს, ინფლაცია უფრო მეტია და ის „გვიჭამს“ მთლიან ზრდას. რეალური ინფლაცია 30%-მდეა თუ ავიღებთ პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებას, რასაც სტატისტიკა აქვეყნებს ეს არის საშუალო მაჩვენებელი, მოსახლეობას კი სწორედ ის პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები აწუხებს, ვიდრე სხვა დანარჩენი“, — ამბობს ნიკა შენგელია.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ია, უშუალოდ ივლისში ზრდის მაჩვენებელი კი 9.7%-ს შეადგენს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებული ფინანსური ინსტიტუტების მოლოდინებს, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ქვეყნის ეკონომიკის 9%-ით გაზრდას პროგნოზირებს. 



თეგები:
S&P Global Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up