მარიამ ქვრივიშვილი  სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილი სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

access_time2021-11-18 20:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დღეს სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „მწვანე პასპორტი“ იყო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან.


საუბრისას აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების და მისი გაუმჯობესების მიზნით ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე. დისკუსიის მიმდინარეობისას სექტორის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მარიამ ქვრივიშვილს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს, მინისტრის მოადგილემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.


„დღეს შევხვდით რესტორნების წარმომადგენლებს, გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო დისკუსია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კერძო სექტორის უკუკავშირი და რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩვენ წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს იმ პოზიციას, რაც ბიზნესისგან მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, იმედს ვიქონიებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის და ამავდროულად, იქნება ბიზსესისთვის ხელსაყრელი პირობები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ.



მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უახლოეს დღეებში კვლავ გაგრძელდება.
შეხვედრას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციისა და 35-მდე კვების ობიექტის ხელმძღვანელი დაესწრო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up