სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტით 2022 წელს 5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა - რა მონაცემებს აქვეყნებს თურქული მხარე

სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტით 2022 წელს 5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა - რა მონაცემებს აქვეყნებს თურქული მხარე

access_time2023-01-13 20:30:46

2022 წლის განმავლობაში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტით 5 080 728 ადამიანმა ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

 

თურქული მედია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სახმელეთო სასაზღვრო კარიბჭეს უწოდებს, რომლის მეშვეობითაც ის კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უკავშირდება.

 

თურქული მხარის მონაცემების თანახმად სარფის საბაჟოს გავლით საქართველოდან თურქეთში 2 519 913 ადამიანი შევიდა, თურქეთიდან საქართველოში კი 2 560 815 შემოვიდა.

 

2021 წელთან შედარებით, თურქეთში შემსვლელთა  რაოდენობა 454 %-ით, გამსვლელთა კი 407,5 %-ით გაიზარდა.

 


ყველაზე მეტი მგზავრი დეკემბერში დაფიქსირდა, თურქეთში 335  541 შევიდა და საქართველოში კი 356 172 გადმოვიდა.

 

გაიზარდა ასევე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების და ავტობუსების ტრანზიტები. გასულ წელს სარფის სასაზღვრო კარიბჭე სულ 725 496 ავტომობილმა გაიარა, საქართველოდან თურქეთისკენ 329 271  ავტომობილი გადავიდა  და თურქეთიდან საქართველოსკენ კი 396 225.

 

კომერციული მიზნით მოძრავი სატვირთო ავტომობილებისა და ავტოცისტერნების რაოდენობამ 368 520 შეადგინა.

 

2021 წელთან შედარებით, სატვირთო ავტომობილებზე საშვების გაცემის რაოდენობა 3%-ით, ავტობუსებზე 244%-ით, ხოლო მსუბუქ ავტომობილებზე 340%-ით არის გაზრდილი.

 

თურქული მედიის ცნობით, საბაჟო კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 138  119 727 ლირის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნა ამოღებული. კონტრაბანდის ფაქტებთან დაკავშირებით 175 პირის მიმართ იქნა საქმე აღძრული, ჯამში 12 021 000 ლირის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა იქნა დაკისრებული.

 

ხოფის რაიონის მმართველმა გურქან უჩუნჯუმ „ანადოლუს“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი პანდემიამდელ მონაცემს დაუბრუნდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up