საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა, კრიტიკულად მძიმეა 25 დაშავებულის მდგომარეობა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.
კატასტროფა 28 თებერვალს, ღამით მოხდა ქალაქ ლარისასთან. ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი ერთმანეთის პირისპირ ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ. შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა.
მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.