საქსტატი 2022 წლის სარკინიგზო ხაზების შესახებ აქვეყნებს მონაცემებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით რკინიგზის ხაზების გაშლილი სიგრძის და რკინიგზის ხაზების საექსპლუატაციო სიგრძის კუთხით ცვლილება არ ფიქსირდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მაჩვენებლები 2021 წლის მაჩვენებლების იდენტურია.
არსებული მაჩვენებლების თანახმად კი რკინიგზის ხაზების გაშლილი სიგრძე, სულ 2363,5 კმ-ია, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 2432,5 კმ იყო, ანუ სახეზეა თითქმის 3%-იანი შემცირება.
2022 წელს რკინიგზის ლიანდაგის გაშლილი სიგრძე 1908,5 კმ იყო, 2015 წლის სტატისტიკით კი მისი სიგრძე 1999,0 კმ-ზე იყო დაფიქსირებული.