სასამართლო სისტემის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე შესაძლო ზედამხედველობა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

სასამართლო სისტემის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე შესაძლო ზედამხედველობა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2022-11-29 11:55:24

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის მთავარი საკითხი.


როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის, რომელიც გარკვეულ მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას ითვალისწინებს და ასევე მოიცავს შესაბამისი ბაზრის რეგულირების ახალ მექანიზმებს, მათ შორის კონტროლის გაზრდილ უფლებამოსილებას და მნიშვნელოვან სანქციებს სამართალდარღვევათათვის.


ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოიკვეთა, რომ დაგეგმილი სიახლეები, სარგებელთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი რისკების წყარო შეიძლება გახდეს როგორც ფარმაცევტული კომპანიებისათვის, ასევე თავად მომხმარებლებისათვისაც, მათ შორის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მათი ხარისხის კუთხით.



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ ცვლილებათა პაკეტის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებული წესით. კომიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, ამჯერად დარგის სპეციალისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართოს კონსულტაციები, რათა სრულყოფილად იქნას გააზრებული და გაზიარებული ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა წამლის ფასის რეგულირების ნაწილში. ასევე, სათანადოდ იქნას შეფასებული ის რისკები, რაც შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო სისტემის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და დიდი ფინანსური სანქციების შემოღებამ. მსგავსი ფორმულირებით კანონის მიღება არაპროპორციულია იმ მიზნებთან, რაც კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რადგანაც სასამართლოს ნებართვის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევასთან კავშირში მყოფი ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტის შემოწმება, საქმიანობის შეჩერება, დაჯარიმება და სხვა აღსრულების ზომების განხორციელება, არსებით რისკებს ქმნის მთლიანად სექტორის გამართული საქმიანობისათვის.


„ვფიქრობთ, ფარმაცევტული მიმართულებით, რისკების სწორი შეფასება და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებების მიმართულებით აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობა, ვინაიდან დაცული იქნას ამ სექტორში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორების ინტერესები“ - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up