სასამართლომ მიიღო თიბისის აქციონერების სარჩელი, რომლის დედააზრია, თიბისი PLC იყოს საერთოდ გარიცხული თიბისის აქციონერებიდან, ძალიან მაინტერესებს, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე სად იქნება? - იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატი

სასამართლომ მიიღო თიბისის აქციონერების სარჩელი, რომლის დედააზრია, თიბისი PLC იყოს საერთოდ გარიცხული თიბისის აქციონერებიდან, ძალიან მაინტერესებს, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე სად იქნება? - იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატი

access_time2022-07-30 15:24:20

„ნათლად ჩანს, რომ იან მალკოლმ ჰოქს მითითებული საფუძვლითაც აქვს უფლება, სარჩელი წარადგინოს და მოსთხოვოს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, ზიანი აუნაზღაურონ ბანკს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბანკის უფლებამოსილი პირები შეგნებულად თუ შეუგნებლად უარს ამბობენ, ბანკმა აინაზღაუროს განცდილი ზიანი და გაიზარდოს მისი კაპიტალი“ , - ამ სიტყვებით ეხმაურება „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე ბანკის ქართველი აქციონერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას, რომლის თანახმად კორძაძე აცხადებს, რომ ჰოქი არ არის სათანადო მოსარჩელე, რადგან ის არა „თიბისი ბანკის“ , არამედ „თიბისი PLC-ის“ აქციონერია.


დიმიტრი ტორაძის განმარტავს, თუ რატომ აქვს იან მალკოლმ ჰოქს უფლებამოსილება, მიმართოს ქართულ სასამართლოს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვათა მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით:


„სარჩელში ცალკე თავად გვაქვს განსჯადობა და ჩამოყალიბებული გვაქვს ყველა ის დებულება, თუ რატომ მივმართავთ ქართულ სასამართლოს. იან მალკოლმ ჰოქი უფლებამოსილია, მიმართოს ქართულ სასამართლოს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვათა მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, იმიტომ, რომ აქ არის სარჩელის ორი მომენტი, დერივაციული და დელიქტური სარჩელი. როცა ზიანზე ვსაუბრობთ, ზიანის მიმყენებელი პირები არიან საქართველოს რეზიდენტი კომპანიები და საქართველოს ფიზიკური პირები და ვის სასარგებლოდაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს, იან მალკოლმ ჰოქი პირდაპირ ვერ მოითხოვს, რომ მე მომეცით, ის ითხოვს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ, „თიბისი ბანკიც“ არის ქართული რეზიდენტული კომპანია. შესაბამისად, მოპასუხეთა ადგილმდებარეობის მიხედვით, განსჯადობა აბსოლუტურად ზუსტია და ჩვენ მივმართეთ ქართულ სასამართლოს.



აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, გასული წლის დეკემბერში ქართულმა სასამართლომ მიიღო „თიბისის“ აქციონერების სარჩელი, რომლის დედააზრია, რომ „თიბისი PLC“ იყოს საერთოდ გარიცხული „თიბისის“ აქციონერებიდან. ძალიან მაინტერესებს, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე სად იქნება? ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, თუ ამ სარჩელის ფარგლებში უკვე სოლიდარული ჩვენი მხარე იქნება? როცა ვსაუბრობ დელიქტურ და დერივაციულ სარჩელზე, ერთი არის იანი და მეორე არის, როცა კომპანია არ იქცევა სწორად. ჩვენ ჯერჯერობით ამ გზას გვერდს ვუვლით და „თიბისის“ ვუტოვებთ ყველა გზას და საშუალებას, რომ ეს შესაძლებლობა მან გამოიყენოს. მეტიც, თვითონ აიღოს ხელში სადავეები, თვითონ დაიწყოს საკუთრივ ინტერესები, რადგან ეს პირდაპირპროპორციულად ნიშნავს ჩემი მარწმუნებლის და მისნაირი აქციონერების ინტერესების დაცვას“, - განმარტავს ტორაძე.

(R)


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up