სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებდააკმაყოფილა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ საგანგებობრიფინგზე ისაუბრა.
4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველივიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანებისიდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი.
ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფიარასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივირეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.
2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთაპანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობისსამსახურმა განცხადება გაავრცელა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთასახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდისპანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზემიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
- პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვს აღმზრდელმა იმ დონემდე სცემა, ხელში შემოაკვდა
- პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: გვცემდნენ საწოლის რეიკებით, სახაზავებით, რაცხელში მოყვებოდათ
19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთაპანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებულიდროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზადხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არმისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთანმიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფოვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონემონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვისუფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიებაარასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვისსაფუძველზე გამოსცა.
- მეუფე სპირიდონი ლომჯარიას: კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია და შენ ვინუნდა შეამოწმო?!
4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმეარასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესომოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესოდა საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონისდატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს სხვაზრუნვის ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
Tabula.ge