სასათბურე მეურნეობებში პროფესიული კადრების მწვავე დეფიციტია

სასათბურე მეურნეობებში პროფესიული კადრების მწვავე დეფიციტია

access_time2021-10-21 13:00:05

ბოლო პერიოდში სასათბურე მეურნეობების მიმართ ინტერესი გაზრდილია, თუმცა დარგის განვითარებას მაღალი თვითღირებულება და კადრების დეფიციტი აფერხებს.  როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სახელმწიფოს ხელშეწყობით რამდენიმე პროექტი განხორციელდა, მაგრამ არასაკმარისია იმისთვის, რომ სასურსათო თვითუზრუნველყოფის  პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს და იმპორტზე დამოკიდებულობა შეამცირონ.



როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე განმარტავს, სასათბურე ბიზნესი დღესაც რჩება საშუალო და მსხვილი ინვესტორებისათვის ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად.  დაინტერესების ძირითადი მოტივაცია კი ბოსტნეული კულტურების წარმოების ზრდაა,  რაც განსაკუთრებით  საადრეო ბოსტნეულს ეხება.

 


,,თანამედროვე სათბურები აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შევქმნათ მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი. სასათბურე მეურნეობები, რაც ამჟამად საქართველოშია, ძირითადად წარმოადგენენ ისრაელისა და გერმანიის ანალოგებს და საკმაოდ მაღალი დონისაა, მაგრამ ცოტა. ქვეყანაში ეს მიმართულება ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა, ამის მიზეზი არის მაღალი თვითღირებულება, კონკრეტულად უნდა აღინიშნოს, რომ გათბობა მთელ ბიუჯეტში  დაახლოებით 70%-ს იკავებს. მნიშვნელოვანი საკითხი სასათბურე მეურნეობაში გათბობის ხარჯის შემცირებაა. მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ცხელი წყლის ფაქტორი გეიზერების სახით, რის დიდი შესაძლებლობაცაა დასავლეთ საქართველოში, ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც“, - ამბობს კობალაძე და დასძენს, რომ საქართველოში სასათბურე მეურნეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია კვლავ აღორძინდეს, რაც სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 


„ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავდა, ბევრი სასათბურე კომპლექსი იყო, მათ შორის საოჯახო მეურნეობებშიც. დიღომი დაფარული იყო სათბურებით, ასევე ყოფილი ყაზბეგის რაიონი, სადაც გაზი გადიოდა და სათბურებისთვის გაზის მიწოდება უფასოდ ხდებოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში მთავარი მიმართულება იყო სამხრეთული კულტურები, რითაც ჩრდილოეთის ქვეყნებს ვამარაგებდით.  მდიდარი ტრადიცია გვაქვს და დარგის განვითარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. საქართველოსა და ნებისმიერ ქვეყანაში საადრეო ბოსტნეული მოთხოვნად პროდუქციაა. თუმცა მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ორგანული პროდუქციის წარმოებას. სჯობს, ჭეშმარიტ ნიადაგზე გაკეთებული პროდუქტი მივიღოთ და წვეთოვანი მორწყვა მოხდეს, რაც ხარისხიანი მოსავლის მიღების შესაძლებლობაა“, - განმარტავს კობა კობალაძე.




კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც უკვე ქართველი მეწარმეები ამახვილებენ ყურადღებას, კადრების დეფიციტს უკავშირდება.



გარდაბანში მცხოვრები ბიზნესმენი პაატა რაჭველიშვილი აღნიშნავს, რომ საჭირო კადრების მომზადებას თვითონ ცდილობს. მუნიციპალიტეტში ის ხის საამქროსა და ბოსტნეულის სათბურს ფლობს.



,,სალათის ფოთლებს ვაწარმოებთ. გვაქვს პარალელურად ხის საამქრო, სადაც გადამუშავებიდან მიღებული ნარჩენებით სათბურს ვათბობთ, მაგრამ კადრი თუ არ გვეყოლება, რეალურად ვერაფერს მივაღწევთ, შრომას არ ექნება ეფექტი. ახლა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. სპეციალისტი არ გვყავს და მათ გადამზადებაზეც კი ვმუშაობთ, პროფესიული კადრები ყველაზე დიდი პრობლემაა. დედაქალაქიდან სპეციალისტების მოყვანა დიდ ხარჯს მოითხოვს, ამიტომ ვარჩიეთ, რომ ადგილობრივები გადავამზადოთ და დავასაქმოთ, ყველა კადრი ასე ავიყვანეთ“, - ამბობს მეწარმე ,,კომერსანტთან“.

 


ცნობისთვის, სასათბურე სექტორი  დასავლეთ საქართველოს ტრადიციულ საექსპორტო დარგად ითვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასათბურე კლასტერის შექმნა ამ რეგიონში, კერძოდ, წყალტუბოში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა და ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა. მათ შორის, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ჰერბიამ“  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოჰყავთ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. ამჟამად, სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.



„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა. 



სასათბურე მეურნეობის განვითარებაში გარკვეული წვლილი საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შეაქვთ. ამ მხრივ საყურადღებოა  USAID-ის მიერ  მარნეულში Zrda-ს სასათბურე მეურნეობების მოწყობის პროგრამა (USAID/Zrda),  რომლის ფარგლებშიც  123 სათბური მოეწყო, რომელთა ჯამური ფართობი 75,501 კვადრატული მეტრია.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up