საშუალო და მცირე წისქვილკომბინატების ნაწილმა მუშაობა განაახლა

საშუალო და მცირე წისქვილკომბინატების ნაწილმა მუშაობა განაახლა

access_time2022-09-01 13:00:00

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის იმპორტის განახლების შესაბამისად, საშუალო და მცირე წისქვილკომბინატების ნაწილმა მუშაობა განაახლა, დიდი წისქვილკომბინატები კი კვლავ გაჩერებულია.


როგორც სილაგავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია უმჯობესდება და თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, ოქტომბერ-ნოემბერში წისქვილები უფრო მასიურად ამუშავდეს.


„მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე სიტუაცია უმჯობესდება და თუ ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება, მუშაობის განახლება უფრო დიდმა წისქვილკომბინატებმაც იფიქრონ. ჩვენ ვუყურებთ, რომ მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წისქვილები უფრო მასიურად ამუშავდება,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.


მისივე თქმით, საქართველოში, აგვისტოში, რამდენიმე ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რომლის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა.


„ყველა კომპანიას ფაქტობრივად, რუსეთიდან შემოგვაქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი გეოგრაფიულად ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელია და ფასი, როგორც ხორბლის, ისე ტრანსპორტირების ყველაზე მისაღები აქ არის. შესაბამისად, ეს არის პრინციპი, რომ იაფი ფქვილი და იაფი ხორბალი არის ჩვენი ახლომდებარე რეგიონიდან - ეს არის რუსეთი. ყაზახეთიდან ძალიან ცოტა შემოდის, უკრაინიდან კი თითქმის არ შემოდის, რადგან შორს მდებარეობს და ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება,“ - აღნიშნა სილაგავამ.



მისივე ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისთან შედარებით, წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით, 5-7 ლარით შემცირდა.


ლევან სილაგავას განცხადებით, იმისათვის, რომ ფქვილის ფასის შემცირება საბოლოოდ პურზე აისახოს, საჭიროა, რომ პურზე ფასი ჯერ მეპურეებმა, შემდეგ კი მაღაზიებმა შეამცირონ.


„ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე აგვისტოს დასაწყისში 85-86 ლარი იყო, დღეს არის 77-80 ლარი. შემცირება არის და ჯერჯერობით ტენდენციაც შემცირებისკენ მიდის. მეპურეებიც თუ შეამცირებენ პურის ფასს, შემდეგი ნაბიჯი არის, რომ მაღაზიებმა პურის ფასის გადასახადი შეამცირონ. ამ სამივე ჯაჭვმა სინქრონულად უნდა იმუშაოს. ამ შემთხვევაში იქნება ასახული საბოლოო პროდუქტზე ანუ პურზე მომხმარებლისთვის ფასი.


ფქვილის ფასის შემცირების პარალელურად, ფქვილის ფასის შემცირება თვითონ მაღაზიებმა უნდა ასახონ, მათ შორის ქსელურმა სუპერმარკეტებმა. შესაბამისად, ეს მომხმარებელმა მაღაზიების საშუალებით უნდა იგრძნონ. შესაბამისად, „პურის მწარმოებელთა ასოციაცია“ ინიციატივით გამოვიდა, რომ კარგი იქნებოდა რეფერენტული ფასები, როგორც მთავრობამ მაგალითად, წამალზე გამოაცხადა, გადმოტანილი ყოფილიყო ამ დარგისთვის. ამ სამი ჯაჭვის მუშაობს სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რომ ფქვილის ფასიდან გამომდინარე, პურზე ფასები ზღვრული იყოს,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.


მისივე განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ხორბლის მარაგი არის, რაც საქართველოში ხორბლის მოსავლის აღებითა და იმპორტის განხორციელებით არის განპირობებული.


„ფქვილი არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ მარაგები შეიქმნას, იმიტომ რომ მისი შენახვის ვადა არის დაახლოებით, თვე-ნახევარი, მაშინ, როდესაც ხორბლის არის 2-3 წელი,“ - აღნიშნა მან.


ინტერპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up