საშუალო შემოსავალი სოციალურ შემწეობების ჯამურ რაოდენობას მხოლოდ 2-ჯერ აღემატება

საშუალო შემოსავალი სოციალურ შემწეობების ჯამურ რაოდენობას მხოლოდ 2-ჯერ აღემატება

access_time2022-05-27 13:00:22

2021 წელს მოსახლეობის კეთილდღეობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ,,საქსტატმა“ ოჯახების შემოსავლები დათვალა და გაარკვია, რომ ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1050 ლარია.  როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, შემოსავლები პროცენტულად ოდნავ გაზრდილია, მაგრამ ფაქტობრივად მხოლოდ 2-ჯერ აღემატება სოციალური შემწეობების, სტიპენდიების და პენსიების ჯამურ რაოდენობას.

 

სტატისტიკოსი იმ მოდელზეც საუბრობს, რითაც ,,საქსტატმა“ ჩვენი ოჯახების შემოსავლები დათვალა.

 

,,სტატისტიკა შერჩევითი კვლევის საფუძველზე ანგარიშობს. 3500 ოჯახზე მიმდინარეობდა დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ,,საქსტატს“ ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ რაღაც არასწორად დათვალა. გამოდის, რომ შემოსავლები გაიზარდა 13,9%-ით, ხოლო თუ ამავე დროს შევადარებთ ინფლაციის მაჩვენებელს - არა დეკემბერი დეკემბერთან, არამედ საშუალო წლიურ მაჩვენებელს, აღმოჩნდება, რომ მოსახლეობის შემოსავლები რეალურ განზომილებაში გაიზარდა 3,9%-ით, დაახლოებით 4%-ით გაიზარდა ხარჯების მოცულობა. იმისდა მიხედვით, რომ შინამეურნეობებში წევრთა რაოდენობა განსხვავებულია და მარტოხელა პირების მდგომარეობა განსხვავებულად იზომება (შემოსავლის მრავალი წყარო მათ არ აქვთ), შინამეურნეობებზე რეალურ განზომილებაში შემოსავლები გაიზარდა 1 წელიწადში 1,3%-ით, მოსახლეობის 1 სულზე 3,6%-ით. გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა 2021 წელს, თუმცა, სტატისტიკის სამსახურის სხვა მონაცემითაც თუ ვისარგებლებთ, რომლის მიხედვითაც მშპ გაიზარდა 10,6%-ით, მოსახლეობის კეთილდღეობის ასეთი მოკრძალებული ზრდა შეიძლება აიხსნას დასაქმების სტრუქტურისა და სახელმწიფოს მიერ ადრე აღებული ვალდებულებების განაღდების აუცილებლობის გამო. შემოსავლების დიდი ნაწილი ვალების გასტუმრებას სჭირდება და ასეა როგორც შინამეურნეობებში, ასევე სახელმწიფოშიც“, - აცხადებს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.

 

გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, 2021 წელს მცირედით გაიზარდა სოფლის მოსახლეობის შემოსავლები, თუმცა 1 სულზე დაანგარიშებით, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია.


 

,,ერთი მომენტია მხედველობაში მისაღები – მთლიან ფულად შემოსავლებში ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურება 46%-მდეა, რაც პროცენტულად ოდნავ გაზრდილია, მაგრამ ფაქტობრივად მხოლოდ 2-ჯერ აღემატება სოციალური შემწეობების, სტიპენდიების და პენსიების ჯამურ რაოდენობას. ხელფასის მოცულობაა შედარებით ნაკლები იმის გამოა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არც ისე ბევრია, ხოლო სოციალური ქოლგა მოსახლეობის ყველა ფენაზე ვრცელდება.

ქალაქის მოსახლეობის შემოსავლები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ქალაქისა, მაგრამ 1 სულზე დაანგარიშებით მაინც ქალაქის მოსახლეობის 1 სულზე  წელიწადში შემოსავლები 10%-ით მაღალია. ჯერჯერობით ეს საგანგაშო მონაცემი არ არის, მაგრამ გარკვეული დაფიქრების ვალდებულებას გვაძლევს“, - დასძენს სოსო არჩვაძე.

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახების საშუალო ფულადი შემოსავლიდან, ანუ 1 050 ლარიდან, ყველაზე დიდი წილი - 45.9% ხელფასზე მოდის, რაც თვეში საშუალოდ 482 ლარს შეადგენს. შემოსავლის მეორე ყველაზე დიდი წყაროა პენსიები, რაც ოჯახების საშუალო თვიური შემოსავლის 22.6%-ს შეადგენს, რაც საშუალოდ 237 ლარია. მესამე პოზიციას იკავებს თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, რაც შემოსავლის 10.2%-ია, ეს თვეში 107 ლარის შემოსავალს ნიშნავს.


უფრო მარტივად, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახში არის თვითდასაქმებული, ან პენსიონერი, ან საერთოდაც დასაქმებული, არამედ ამ სტატისტიკის მიხედვით, ოჯახებს საშუალოდ თვეში 1 050 ლარის ფულადი შემოსავლები აქვთ, ხოლო ამ შემოსავლების წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველაზე პრობლემურია ის ფაქტი, რომ დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 45.9%-ს შეადგენს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up