სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში

სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში

access_time2020-04-14 12:55:03

მკაცრი შეზღუდვები – იძულებითი ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის ფონზე – ეკონომიკურ აქტივობას მინიმუმამდე ამცირებს. ბიზნესების მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩერდა, ნაწილი აგრძელებს მუშაობას – დაბალი სიმძლავრეებით.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, არ შეეჩერებინა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კრიზისის პირობებში ზოგიერთ კომპანიას აქტივობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. კომპანია Lafarge/GCC ცემენტს აწარმოებს, რომლის პროდუქციაც სწორედ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება.
Lafarge/GCC –ს ერთ–ერთი დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ ტიპის საწარმოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოების ციკლის შენარჩუნებას, თუნდაც შემცირებული სიმძლავრეებით.


როგორ უმკლავდება ეს დარგი პანდემიის გამოწვევებს, რა მდგომარეობაშია დღეს ცემენტის ბიზნესი საქართველოში – მერაბ ჩიხრაძე ჩვენს კითხვებს პასუხობს.


– საყოველთაო კარანტინის ფონზე ბევრი ბიზნესი გაჩერდა. თქვენ როგორ ინარჩუნებთ პოზიციას?



– ბევრი სხვა ბიზნესისგან განხვავებით, ჩვენი ცემენტის და ბეტონის წარმოება არ გაჩერებულა და ვაგრძელებთ ოპერირებას, რადგან მთავრობის მიერ მიღებულია სწორი გადაწყვეტილება – საყოველთაო კარანტინი არ შეეხოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შესასრულებლად სჭიროა სწორად ჩვენი პროდუქცია. თუმცა, ბიზნესის ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად შეიცვალა, რადგან ცემენტის მთავარი ნედლეულის ღირებულება დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის კურსზე. სამწუხაროდ, ლარის გაუფასურების გამო, როგორც ყველას, ასევე ჩვენც გარკვეულ წილად ზარალი მოგვადგა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნების წინაშე და რადგან ჩვენი საქმიანობა ბიზნესის ფრონტის წინა ხაზზე დგას, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ სამშენებლო სექტორს. შესაბამისად, სრულიად ვიზიარებთ და მივყვებით მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.


– გაყიდვების მოცულობა რამდენი პროცენტითაა შემცირებული და მშენებლობის რომელი სეგმენტის შეფერხებამ გამოიწვია ეს შემცირება?


საწარმოო სიმძლავრეები შეგგვიმცირდა, აქ ლაპარაკია დაახლოებით გაყიდვების 30%–იან ვარდნაზე, რაც ამ ტიპის ბიზნესისთვის ცოტა არ არის. კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც ყველგან, საქართველოშიც დროებით შეჩერებულია გარკვეული რაოდენობის მსხვილი და საშუალო კერძო პროექტები, რადგან მოგეხსენებათ ასეთი ტიპის პროექტები დამოკიდებულია მათ გაყიდვების პორთფელზე და საბანკო კრედიტებზე. საგრძნობლად შემცირდა საცალო სექტორი.


- რადგან თქვენი საწარმოები არ გაჩერებულა, გვითხარით, რა ტიპის უსაფრთხიების ზომებს ატარებს თქვენი კომპანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის?


სათაო ოფისი სრულად დისტანციურ მათვაზეა გდასული და შესაბამისად, ყველა რჩება სახლში. რაც შეეხება წარმოებებს, მივყევბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ covid-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს. მკაცრად ხორციელდება თანამშრობლების კონტროლი და ყველა იმ წესების დაცვა, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში. ჩვენთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საწარმოო ციკლში ჩართული არც ერთი ადამიანი.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up