„სასიხარულოა, რომ საქართველოს მიღწევები საზღვაო სფეროში ჩვენი უცხოელი პარტნიორების ყურადღების მიღმა არ რჩება“

„სასიხარულოა, რომ საქართველოს მიღწევები საზღვაო სფეროში ჩვენი უცხოელი პარტნიორების ყურადღების მიღმა არ რჩება“

access_time2022-06-07 20:00:00

საერთაშორისო საზღვაო გამოფენა - POSIDONIA2022-ის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის საზღვაო პალატის პრეზიდენტთან ჯორჯ პატერასთან.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და უკვე გატარებული რეფორმების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თამარ იოსელიანის თქმით, ბერძნულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი საზღვაო განათლების სფეროს რეფორმირების პროცესს, რაც აისახა კიდეც ქვეყნის საზღვაო განათლებისა და წვრთნის სისტემის ხარისხზე. განსაკუთრებით აღინიშნა მეზღვაურთა წვრთნების კუთხით მიღწეული წარმატებები.


„ბოლო წლების განმავლობაში თვალსაჩინოდ გაზრდილია კვალიფიციური კადრების მიწოდება ბაზარზე და სასიხარულოა, რომ ამ პროცესს მდგრადი, სტაბილური ხასიათი აქვს, რაც კიდევ უფრო წარმატებული თანამშრომლობის მოლოდინს გვიჩენს,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ჯორჯ პატერასმა.


საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლები სწორედ ბერძნული კომპანიები არიან. მათ საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ ჩვენს ქვეყანასთან და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილსაც გამოხატავენ.



„ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საბერძნეთის საზღვაო პალატის პრეზიდენტთან და მის გუნდთან. ბერძნულმა მხარემ გვთხოვა, გავაძლიეროთ ოფიცრების მიწოდება ბერძენი გემთმფლობელებისათვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს მიღწევები საზღვაო სფეროში ჩვენი უცხოელი პარტნიორების ყურადღების მიღმა არ რჩება,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.


კოვიდ-პანდემიისა და ახლა უკვე შავი ზღვის რეგიონში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის და ზოგადად, ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის დარგის როლის მნიშვნელობა რეგიონისთვის. მხარეები საქართველოში ვიზიტსა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების მიმართულებით სამომავლო თანაშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდენენ.


შეხვედრას საზღვაო პალატის ვიცე პრეზიდენტები ჯორჯ ალეხანდრატოსი და ვასილეიოს ლოგოთეტისიც ესწრებოდნენ.


ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი უმსხვილეს, საერთაშორისო საზღვაო გამოფენა - POSIDONIA2022-ზე, რომელიც 6-10 ივნისს საბერძნეთში, ათენში იმართება. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები მსხვილ გემთფლობელებთან და სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი, ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები, უცხოური გემთფლობელების საკუთრებაში არსებული გემების დარეგისტრირება ქართული დროშის ქვეშ და სხვა აქტუალური საკითხები.


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up